საქართველო „ჩემი წასვლის ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავს.. გამოიძინეთ, ყვავ-ყორნებივით რომ დასტრიალებთ კანცელარიას“ - კვირიკაშვილი 2018, 30 მარტი, 14:09 პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ ილოდინებს ეხმაურება და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც კვირიკაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რამდენიმე წელი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. „გაჟონა ინფორმაციამ და რანაირი ისტორია აღარ მოვისმინეთ. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერებს, არაერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში და ბუნებრივია რომ ყველა კერძო სექტორის სუბიექტი ვერ იქნება ერთნაერიად ბედნიერი-კმაყოფილი და ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით, მათ შორის ჩვენ ვნახეთ ე.წ ოპოზიციონერები რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ გუშინ, იყვნენ აყოლილი ამ მითქმა- მოთქმას და მინდა გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
ასევე, ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტირალებენ მთავრობის ადმინსტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადომაზე, დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად სანამ საქართველო წინ წავა", - განაცხადა პრემიერმა
15 1-ს მოსწონს
|