x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონამ ფეხმძიმობა მოიგონა იმის გამო,რომ სასწრაფო ტრანსპორტირებისთვის გამოეყენებინა
image
ამერიკელმა გოგონამ გადაწყვიტა სასწრაფო დახმარება, როგორც "უფასო ტაქსი, " ისე გამოეყენებინა ა პუნქტიდან ბ პუნქტში გადაასადგილებლად.


25 წლის გოგონამ ქალაქ გრინსბურგიდან(შტატი პენსილვანია)დარეკა 911-ზე და სასწრაფო დახმარება ითხოვა, როგორც ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, გართულებული ორსულობა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანა ითხოვა.


ქალი და მისი პარტნიორი მამაკაცი სასწრაფომ გრინსბურგიდან ქალაქ ლატრობის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ადგილზე მისულმა გოგონამ და მისმა პარტნიორმა მიატოვეს მოსაცდელი და წავიდნენ.


პოლიციამ დაიწყო გოგონას ძებნა, აღსანიშნავია, რომ თავიდან, როდესაც სამაშველოს სამსახურში დარეკა, მან რეალური გვარი და სახელი დაასახელა, ასე რომ სამართალდამცავებს არ გაჭირვებიათ გოგონას მოძებნა, როდესაც სახლში მიადგნენ, ახალგაზრდა ქალი სხვენში იმალებოდა.



ქალი დაჯარიმდა 800 დოლარით, ე.წ.მომსახურების ბოროტად გამოყენების გამო. როგორც გრინსბურგის პოლიციის კაპიტანმა, რობერტ სტაფორდმა აღნიშნა, წყვილს Uber-ის ტაქსი რომ გამოეძახა, ბევრად უფრო იაფი დაუჯდებოდათ გრინსბურგიდან ლატრობამდე მგზავრობა.

imageფოტოზე:პოლიციის კაპიტანი რობერტ სტაფორდი


image

იხილეთ აგრეთვე

image

0
93
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0