სხვა სახალისო ილუსტრაციები - როგორ იცვლება ცხოვრება ბავშვის დაბადების შემდეგ 2018, 13 აპრილი, 11:38 ნებისმიერი ცვლილება, ყოფს ცხოვრებას ორ ნაწილად: "მანამდე" და "შემდეგ". ახალ შეუღლებულ წყვილს უამრავი თავისუფალი დრო აქვს ერთმანეთზე იზრუნონ, მოიწყონ განტვირთვის დღეები და საღამოები, მაგრამ, ბავშვის გამოჩენა დიდი მოვლენაა მათი ოჯახის ცხოვრებაში.
თავდაპირველად, როდესაც იგებენ, რომ ბავშვი უნდა გაჩნდეს, სიხარული და მოლოდინი დიდია. ერთი სული აქვთ გაიგონ სქესი, შემდეგ, კალენდარსა და თითებზე ითვლიან დღეებს, როდის დაიბადება, როდის იტყვის პირველ სიტყვას, გადადგამს პირველ ნაბიჯებს, წავა საბავშვო ბაღში და ა.შ, მაგრამ, მათ ნამდვილად არ ესმით, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს მათი რუტინული ცხოვრება, ჩვევები და სურვილები, პატარა გოგონას (ბიჭის) დაბადების შემდეგ. მათი მიმდინარე ცხოვრება დიდი ალბათობით 180 გრადუსით შეიცვლება, რადგან ძველებურად მშვიდი აღარ იქნება მათი ძილი, ჭამისთვის განკუთვნილ დროს, ზუსტად ვეღარ დაგეგმავენ, დღის გეგმები წესრიგში ვეღარ იქნება და ერთმანეთზე ზრუნვაც, ცოტახნით გადაიწევს. მოკლედ, ბავშვის გამოჩენის შემდეგ, მშობლისთვის ცხოვრება მოულოდნელი აღმოჩენებით და სრულიად სხვა რაკურსით იწყება. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ სახალისო ილუსტრაციებს, სადაც წარმოდგენილია როგორია წყვილის ცხოვრება მანამ და ბავშვის გამოჩენის შემდეგ. იხილეთ აგრეთვე: ● ქალის ცხოვრება 30 წლამდე და შემდეგ - სახალისო ილუსტრაციები ● სახალისო ილუსტრაციები- ცხოვრება ქორწინებამდე და შემდეგ 444 10-ს მოსწონს
|