სხვა შემთხვევითობის გამო ეს ფოტოები შედევრად იქცა 23 სექტემბერი, 11:31 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. იდეალური ფოტოგრაფია - ეს არის მომენტი, როდესაც ფოტოს აფიქსირებ უმოკლეს დროში, ექსპრომტად, იმ მოცემულ წამში და კადრიც რა თქმა უნდა არის ზუსტ, საჭირო დროში დაჭერილი, ერთი წამით გვიან და კადრის მნიშვნელობა დაიკარგებოდა. დღევანდელ კრებულში ნახავთ იმ მოულოდნელ ფოტოებს, სადაც დადგმული, პრაქტიკულად არაფერია, ყველა ემოცია, ღიმილი, უბედური შემთხვევა - ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ხიბლსა და ემოციას სძენს. შემთხვევითობის გამო ეს ფოტოები შედევრად იქცა385 2-ს მოსწონს
|