x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ექიმი, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, პოლიციელის ცოლია“ - სანდრო ბრეგაძე

image


„ქართული მარშის“ ერთერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ობიექტივის“ ეთერში მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და განმარტებებს აკეთებს. მისი მტკიცებით, ექიმმა, რომელმაც ტელევიზიების ეთერში აღნიშნა, რომ მას დაზიანებები არ ჰქონდა, ძალოვანი უწყების თანამშრომლის მეუღლეა და პირადი ინტერესი ჰქონდა.


„ექიმი, რომელმაც ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, პოლიციელის ცოლია. დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამო ერთ ვარსკვლავს მოუმატებდნენ. სახელისუფლებო მანქანა და მთელი სახელმწიფო კანცელარია ჩაერთო ნინო შუბლაძის მეთაურობით, რომ ჩემი კარიკატურები შეექმნათ და სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი ატეხილიყო, “ - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.


აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძის ფოტო გავრცელდა, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაღებული.

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0