x
image
არ დაიზარო ნახე
ტორტის ქურდი (გამოცანა)

image წვიმის მიუხედავად, გამოძიებელი არჩი სასეირნოდ გამოვიდა. უცებ მას ვიღაცის ყვირილი შემოესმა: - მიშველეთ! გამძარცვეს! არჩი საშველად გაეშურა. ქუჩის ბოლოში მან საწყალი მოხუცი დაინახა, რომელიც ხელებს იქნევდა. ტორტი მიმქონდა სტუმრად ამ დროს კი, ვიღაც მძარცველი დამესხა თავს და ტორტი გამტაცა, მხოლოდ იმის დანახვა მოვასწარი, რომ ქურდს ჟღალი თმა ჰქონდა და კუთხეში რომ კაფეა, იქ დაიმალა - შესჩივლა მოხუცმა. ძალიან კარგი! გაუხარდა გამომძიებელს და სასწრაფოდ კაფესკენ გაეშურა. კაფეში შევიდა, მაგრამ იქ 5 ჟღალთმიანი მამაკაცი იჯდა. ნეტავ რომელი მათგანია ქურდი? - გაიფიქრა გამომძიებელმა და ყურადღებით დააკვირდა ხუთივეს. უცებ მას გონება გაუნათდა: აჰა! აი ქურდიც ვიპოვნე! - თქვა მან და მის დასაპატიმრებლად გაეშურა.
შეკითხვა: როგორ მიხვდა გამომძიებელი არჩი ხუთი ჟღალი თმის მქონე ადამიანიდან, რომელი იყო ქურდი?

6
110
3-ს მოსწონს
ავტორი:არ დაიზარო ნახე
არ დაიზარო ნახე
110
  
2012, 27 ივნისი, 19:55
თუ ვნახე ან მოვიფიქრე დავდებ აუცილებლად :))
2012, 27 ივნისი, 19:51
ყოჩაღ :)) კიდე დავდო ასეთი რამეები?
2012, 27 ივნისი, 19:50
ქურდი სველი იქნებოდა
0 1 6