ესპანეთის ნაკრები დიდი ტურნირის ზედიზედ მესამე ფინალს ითამაშებს. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი, 2010 წლის მუნდიალი და აი ევრო 2012. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ გფრ-ს ნაკრებს ჰქონდა გაკეთებული (1972 წლის ევროპის პირველობა, 1974 წლის მუნდიალი და 1976 წლის ევროპის ჩემპიონატი).