პოლიტიკა ყველაზე ლამაზი ჯაშუშები მსოფლიო ისტორიაში 2018, 28 მარტი, 10:46 1862 წლის მარტში გაიმართა ცნობილი ჯაშუშის. როუზ ო' ნილ გრინჰაუს სასამართლო, მას ბრალად ედებოდა(საფუძვლიანად) აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს ინფორმაციის გადაცემა კონფედერაციის სასარგებლოდ: ის სამხრეთელებს ჩრდილოეთის ჯარების დისლოკაციის ადგილებს დეტალურად გადასცემდა, მტკიცებულება როულზ ო' ნილის წინააღმდეგ არ იყო, რადგან ქალმა დაკავების წინ ყველა დოკუმენტის შეჭამა;სასამართლოს შემდეგ იგი რიჩმონდში გამეგზავრა, სადაც სამხრეთელების პრეზიდენტმა დევის ჯეფერსონმა იგი 2, 500 დოლარით დააჯილოდვა, ორის წლის შემდეგ იგი წყალში დაიხრჩო, მასზე ამბობდნენ, რომ იგი ბრწყინვალე ჯაშუში იყო, მან მტრის გეგმების შესახებ უფრო მეტი იცოდა, ვიდრე პრეზიდენტმა ლინკოლნმა.
ეს ყველაფერი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს უფრო იოლად გამოსდიოდათ მომხიბვლელობის, შარმის და რა თქმა უნდა გარეგნობის წყალობით.
მოდით გავიხსენოთ ყველაზე მომხიბვლელი ჯაშუში ქალები ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში.
1)კრისტენ კილერი-(1942-2017)-ყოფილი ბრიტანელი მოდელი მეძავიც იყო, თუმცა იგი პირველ რიგში წარმატებული ჯაშუში გახლდათ, რომანი გააბა ბრიტანეთის სამხედრო მინისტრთან ჯონ პროფიუმოსთან და საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ატაშესთან ევგენიევთან, ქალი ინფორმაციას სამხედრო მინისტრიგან იგებდა და თავის მეორე, საბჭოთა საყვარელს გადაცემდა, საქმის გასკდომის შემდეგ პროფიუმო გადადგა, შემდეგ კი არჩევნებიც წააგო. 2)ვიოლეტა ჟაბო-(1921-1945)-23 წლის დაქვრივდა, რის შემდეგ ბრიტანეთის დაზვერვის აგენტი გახდა.1944 წელს გაემგზავრა ოკუპირებულ საფრანგეთში საიდუმლო დავალებით-გადაეცა ბრიტანული დაზვერვისთის ოკუპანტი გერმანელების რაოდენობა და დისლოკაციის ადგილები. დავალების შესრულების შემდეგ დაბრუნდა ლონდონში თავის პატარა ქალიშვილთან, რამდენიმე ხნის შემდეგ იგი კვლავ გამეგზავრა საფრანგეთში მორიგი დავალების შესასრულებლად, მაგრამ მისია ამჯერად მარცხით დასრულდა, მის ავტომობილს მტერმა ალყა შემოარტყა და დაცხრილეს. ვიოლეტა ჟაბო "რევენბრიუკის" საკონცეტრაციო ბანაკში გადააგზავნეს, სადაც აწამებდნენ და მასზე სამედიცინო ექპერიმენტებს ატარებდნენ.ჟაბო 1945 წლის თებერვალში სიკვდილით დასაჯეს, ის გახდა მეორე ქალი ისტორიაში, რომელიც სიკვდილის შემდეგ წმ.გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს. 3)ემი ელიზაბეტ ტორპი-(1910-1963)-ამერიკელი ჯაშუში მეტსახელად "ცინტია", მზერავის კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც იგი ცოლად გაჰყვა ბრიტანეთის საელჩოს მეორე მდივანს, ქმარი მასზე 20 წლის უფროსი იყო და ქალიც საყვარლებს ცხვირსახოცივით იცვლიდა, ქმარი წინააღმდეგი არ იყო, რადგან ისიც აგენტი იყო და ცოლი ძვირფას ინფორმაციას იგებდა საყვარლებისგან. ყველაზე ძვირფასი ინფორმაცია, რაც მან მოიპოვა იყო საფრანგეთის ელჩის სეიფის გახსნა, სადაც მან შეძლო საზღვაო კოდის ასლის გადაღება, რომელიც მოკავშირეებს დაეხმარა გადაესხათ ჯარები ჩრდილოეთ აფრიკაში 1942 წელს. 4)ოლგა ჩეხოვა-კნიპერი-(1897-1980) მსახიობი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოში გაიზარდა, თამაშობდა ჩარლი ჩაპლინთან, კლაკ გეიბლთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად. 30-იან წლებში ცოლად გაჰყვა მიხეილ ჩეხოვს(ისიც საქართველოში გაიცნო) და მის გვარზე გადავიდა, თუმცა სამშობლოში, გერმანიაში ქალი აიძულეს ქალიშვილობის გვარი დაებრუნებინა.გებელსი ვერ იტანდა მსახიობს, რადგან ოლგამ უკუაგდო იგი, სამაგიეროდ მსახიობი მოსწონდა თვით ფიურერს, 1945 წელს საბჭოთა დაზვერვამ დააკავა ოლგა და მოსკოვში გადააგზავნა, ამის შემდეგ ოლგა ჯერ გფრ-ში ცხოვრობდა, შემდეგ კი დასავლეთ ბერლინში. პრესაში მხოლოდ მოგვიანებით დაიწერა, რომ ოლგა ჩეხოვა იყო საბჭოთა ჯაშუში, სტალინმა იგი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის ლენინის ორდენით დააჯილოდვა, საბჭოთა ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ჩეხოვა თვით ჰიტლერზე თავდასხმაც კი ამზადებდა. 1953 წელს მან შეასრულა უკანასკნელი დავალება: ბერია კონრად ადენაუერს დააკავშირა. 5)მარგარიტა კონეჩნოვა-(1895-1980)-ქალმა მთელი ნახევარი ცხოვრება აშშ-ში გაატარა, როგორც ჯაშუშმა. მომხიბვლელი გარეგნობის და მახვილი ჭკუის წყალობით ქალი ალბერტ აინშტაინს დაუახლოვდა, სწორედ ცნობილი მეცნიერი დაეხმარა ქალს დაახლოებოდა ატომურ ბომბზე მომუშავე მკველვარებს, ქალი უმალ გადასცემდა მონაცემებს საბჭოთა მხარეს, რომელსაც თვით ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. 6)ნენსი უეკი-(1912-2011)დაიბადა ახალ ზელანდიაში, ბრიტანელი ჯაშუში, მეტსახელად "თეთრი თაგვი", მუშაობდა საფრანგეთში. მეუღლესთან ერთად ჩაეწერა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის რიგებში, ჯაშუშური მოღვაწეობის პერიოდში ნენსის გმირობებზე ლეგენდები დადიოდა, 1943 წელს ის იყო გერმანელებისთვის ყველაზე ძებნადი ადამიანი."გესტაპომ" მისი დაკავებისთვის ჯილდო 5 მილიონი ფრანკი დააწესა. ომის შემდეგ, დაჯილდოვდა წმ.გიორგის ჯვრით, აშშ-ს თავისუფლების მედლით, საფრანგეთის წინააღმდეგობის მედლით და სამჯერ საფრანგეთის სამხედრო ჯვრით და შემდგომში კიდევ მრავალი სხვადასხვა ქვეყნის ჯილდოთი. 7)ანა ჩეპმენი(კუშენკო)(დაბ.1982 წ) -თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჯაშუში ქალი .საცხოვრებლად 2003 წელს გადავიდა ინგლისში ქმართან, ალექს ჩეპმენთან, 2006 წლიდან კი ცხოვრობდა აშშ-ში, სადაც შექმნა უძრავი ქონების კომპანია, იგი იღებდა ცნობებს აშშ-ს ბირთვული შეიარაღების თუ პოლიტიკური გეგმების შესახებ ყველაზე ზეგავლენიანი პირების მეშვეობით.მათ შორის იყვნენ ლორდთა პალატის წევრები და პრინცებიც კი.2010 წლის 27 ივნისს გფბ-მ ჩეპმენი დააკავა.ახალგაზრდა ქალმა აღიარა ჯაშუშური მოღვაწეობა. იმავე 2010 წელს მოხდა მისი რუსეთში ექსტრადირება. 2849 6-ს მოსწონს
|