x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
წნორის, ნინიგორის, ყარაჯალისა და ვარდისუბნის სასაკლაოები ანტისანიტარიის გამო დახურეს

image


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის გამო კახეთის რეგიონში საქონლის ოთხი სასაკლაო დახურა. მათ შორის საწარმოო პროცესი შეუჩერდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარე სასაკლაოს.


უწყების ინფორმაციით, სასაკლაოები ანტისანიტარიის გამო დაიკეტა, რადგან ადგილზე კანონის მოთხოვნებით დადგენილი ნორმები დაცული არ იყო. სანამ ობიექტებზე არსებული შეუსაბამობები არ აღმოიფხვრება, მათ ფუნქციონირება ეკრძალებათ.


საბოლოო ჯამში საწარმოო პროცესი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - ვარდისუბნის და ყარაჯალის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში წნორისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის სასაკლაოებს შეუჩერდა.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0