სხვა აღვნიშნავ-ავღნიშნავ? - სიტყვები, რომლებსაც არასწორად ვიყენებთ 2018, 27 მარტი, 20:11 თუ დავაკვირდებით გარშემომყოფთა მეტყველებას აღმოვაჩენთ, რომ თითოეული ადამიანი ყოველდღიურად უამრავ შეცდომას უშვებს. რატომ ხდება ასე? ამის მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ სიტყვები, რომლებიც სწორი გვგონია გრამატიკულად არასწორი აღმოჩნდება ხოლმე.
როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები? ამისათვის აუცილებელია სწორი ფორმების დამახსოვრება და მეტყველებისას მათი ხშირი გამოყემება. წარმოგიდგენთ იმ სიტყვების ჩამონათვალს, რომლებსაც ყოველდღიურად არასწორად ვიყენებთ: არასწორია: სწორია: ვინეები - ვინ და ვინ ავღნიშნავ - აღვნიშნავ ექვივალენტი - ეკვივალენტი დაუსუსხია - დაუსუსხავს დაუქორწილებელი - დაუქორწინებელი რამოდენიმე - რამდენიმე მასიური უმუშევრობა- მასობრივი უმუშევრობა ჩემის აზრით - ჩემი აზრით ისმევა კითხვა - დაისმის კითხვა წინ უდგია - წინ უდგას ვეგეტარიანულობა - ვეგეტარიანობა ექსპერიმენტალური - ექსპერიმენტული 1295 4-ს მოსწონს
|