x
image
Maia kordzadze
რჩევები იმაზე, თუ როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით კომფორტულად
image


სამწუხაროდ, ყოველ წელს თვითმფრინავებში დასაჯდომი ადგილები უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და ერთმანეთთან ყველა უფრო ახლოსა არიან განლაგებულნი. ამიტომ ავიაკომპანიები ცდილობენ შეამცირონ ფრენების ფასები. მათი სურვილი გასაგებია, უფრო მეტიც, ჩვენთვის, ტურისტებისთვის ეს კი ხელსაყრელია, მაგრამ რა სახის კომფორტზე უნდა ვისაუბროთ, როცა თანამედროვე თვითმფრინავები ქალაქის მარშრუტკებს მოგვაგონებენ?

აი, რამოდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ თვითმფრინავით მგზავრობა უფრო კომფორტულს გახდის.









არ დაბრონოთ შუა ადგილები


თუ ორნი მგზავრობთ, ერთი ადგილი ფანჯარასთან და მეორე გასასვლელთან აიღეთ. მგზვრები შუაში ბილეთების აღებას ერიდებიან, განსაკუთრებით როცა ცოტა მგზავრია. ამით შესაძლებელია ეს ადგილიც თავისუფალი იყოს და თქვენ ორი ადგილის ნაცვლად სამი ადგილი დაგრჩებათ. თუ ვინმე მაინც, თქვენ შორის დაჯდება, დამერწმუნეთ, ის სიხარულით გაგიცვლით ადგილს რომელიმე თქვენგანს. უბრალოდ არ დაჯდება შუაში.

დაფიქრდი, სანამ წინა რიგს დაიკავებ



პირველ რიგში ახლოს არის საგანგებო გასასვლელთან და ბევრი, როგორც ჩანს, უფრო კომფორტულად თვლის, იმის გამო, რომ წინ სკამი არაა და თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გაშალოთ ფეხები. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: ბარგს ვერსად განათავსებთ, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ რამის ამოსაღებად. ყოველ ჯერზე, რაღაცის ასაღებად, ადგომა დაგჭირდებათ.

image



თუ თქვენ ძილს აპირებთ ფანჯარასთან დაჯექით



თვითმფრინავში ძილი ადვილი არ არის, მით უმეტეს, რომ თუ ხშირად გთხოვენ ადგომას, ან გაღვიძებენ იმისთვის, რომ მეზობელს ძილში თავი დაადეთ. ფანჯარასთან ეს პრობლემები არ შეგექმნებათ და არავინ შეგაწუხებთ.


მოუსმინეთ მუსიკას


თუ მუსიკას ყურსასმენით მოუსმენთ, თქვენ არა მარტო მეზობლების საუბარი აღარ შეგაწუხებთ, არამედ საჭმლის გემო უფრო გაგიუმჯობესდებათ. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ძრავის ხმა ნეგატიურად მოქმედებს გემოვნების აღქმაზე.


გამოიყენეთ სამგზავრო ბალიში


გასაბერ კისრის ბალიშს შეუძლია თქვენი ფრენა უფრო კომფორტული გახადოს, მაგრამ ასევე შესაძლებელია მგზავრობა კოშმარად გიქციოთ. ყველა ბალიში ერთნაირად კარგი არაა, ამიტომ ფრენამდე, გაბერეთ და ეცადეთ დაიძინოთ სახლში ან მანქანაში.


დალიეთ საძილე აბები


თუ ხანგრძლივი ღამის ფრენა გიწევთ, უნდა დაიძინოთ. საძილე აბის მიღება არ არის ცუდი იდეა. თუმცა, დარწმუნდით, რომ ეს პრეპარატი არ იწვევს რაიმე უარყოფით რეაქციას.


გაიკეთეთ თვალის ნიღაბი


თუ ფრენის დაწყებამდე სინათლეს არ ჩააქრობენ, თვალის ნიღაბი იდეალურია ამისათვის. გარდა ამისა, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სასტუმროშიც.


ჩაიცვით ერთმანეთზე ფენებად


ზოგიერთი თვითმფრინავში ცივა, ზოგში კი ცხელა. ასთი ჩახცმულობა დაგეხმარებათ ჩაიცვათ ტემპერატურის შესაბამისად.



წამოიღეთ დატენილი მოწყობილობები


ყველაზე გრძელი ფრენის დროს, შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას ან უყუროთ ფილმებს და არ იფიქრებთ იმაზე, რომ ბატარეა დაჯდება.



ჩამოტვირთეთ აუცილებელი პროგრამები


WI-Fi-ს ჩატვირთვა თვითმფრინავებში ჯერ კიდევ ფუფუნებაა, გარდა ამისა, როგორც წესი, ნებისმიერი ფაილიდან ჩამოტვირთვა აკრძალულია. დარწმუნდით, რომ ყველა აუცილებელი პროგრამა გადმოწერილია და მუშაობს. მაგალითად, "გაერთიანებული ავიახაზები" გთავაზობთ გასართობ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს დამონტაჟებულ აპლიკაციას. ეს იქნება შეურაცხყოფა, თუ არ გამოიყენებთ ასეთ მომსახურებას.


იფრინეთ დილას


დილით სადილის შემდეგ, მიწა თბილი ხდება, რაც ტურბულობის ერთ-ერთი მიზეზია. გარდა ამისა, დღის მეორე ნახევარში იზრდება შანსები მოხვდეს წვიმაში. თუ გსურთ ფრენა კომფორტული იყოს, აირჩიეთ დილის ფრენა.



დაჯექით თვითმფრინავის ფრთასთან


ფრთხილად იყავით, თვითმფრინავის კონსტრუქცია ჰგავს ბავშვის საქანელას: როცა თქვენ სიმძიმის ცენტრში ზიხართ, მით უფრო ნაკლებად გრძნობ ქანაობას. რაც განსაკუთრებით საქრძნობია კუდთან.


image


0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0