სხვა როგორ გავითეთროთ კბილები საკვები ფოლგით. მისი გამოყენების 14 ხრიკი 2017, 27 სექტემბერი, 0:28 ![]() ![]() საკვები ფოლგის გამოყენება მრავალხრივად არის შესაძლებელი. თუ ფიქრობთ, რომ საკვები ფოლგა შეიძლება სასარგებლო იყოს მხოლოდ სამზარეულოში - ცდებით. აქ მისი გამოყენების 14 ვარიანტია, რომელიც არ იცოდით. 1. ფრინველების დაფრთხობა ![]() შემოახვიეთ ხეებს თხელ ზოლებად საკვები ფოლგა და ფრინველები აღარ შეჭამენ თქვენს ხილს! 2. უფრო სწრაფად დაუთოება უბრალოდ დაუფინეთ ცოტა ფოლგა ქსოვილს ქვეშ, დააუთოვეთ და ორივე მხრიდან დაუთოვდება. ![]() 3. საუკეთესო ანტისტატიკი საკმარისია სარეცხ მანქანაში ფოლგის რამდენიმე ბურთულა გაატაროთ და თქვენი ტანისამოსი აღარ დაიმუხტება. ![]() 4. გალესე მაკრატელი უბრალოდ გაჭერი ფოლგა რამდენჯერმე და ბლაგვი მაკრატელი საუკეთესოდ გაჭრის. ![]() 5. ავეჯის გადაადგილება მართლაც მარტივი გახდება, თუ ავეჯის ფეხებს ქვეშ ფოლგას დაუტანთ. ![]() 6. გაუმჯობესებული Wi-Fi-ს სიგნალი იმისათვის, რომ გააძლიეროთ თქვენი როუტერის სიგნალი, აიღეთ ფოლგის დიდი ნაჭერი, გადაკეცეთ იგი რამდენჯერმე და განათავსეთ ანტენების უკან, როგორც ნაჩვენებია ფოტოზე. ფოლგა სიგნალს გადაამისამართებს იქ, სადაც საჭიროა. ![]() 7. სრულყოფილი გზა პარკების ჩანთების დასაბეჭდათ პლასტიკური ჩანთა ფოლგით დაამაგრეთ, გადაკეცეთ მისი ნაპირები. ![]() ![]() 8. დესერტის ფორმები კილიტა საუცხოო შემცვლელი იქნება საცხობის ფორმებისთვის. ![]() 9. თეთრი კბილები ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი საკვები ფოლგას შეუძლია კბილების გათეთრება. შეურიეთ სოდა კბილის პასტას. მიღებული მასის თხელი ფენა განთავსეთ ფოლგაზე. დაიდეთ კბილებზე და დაიტოვეთ 1 საათი. ამის შემდეგ, ჩამოიღეთ კილიტა და ზედმიწევნით დაიბანეთ პირის ღრუ. ![]() 10. ნიახური კარგად შეინახება დიდი ხნის განმავლობაში ნიახურის ახალი თვისებების შენარჩუნების მიზნით, გადაიტანეთ ფოლგაზე ნიახური და მაცივარში შეინახეთ. პლასტიკური შეფუთვისაგან განსხვავებით, ფოლგა ეთილენს არ აგროვებს. ![]() 11. აშორებს ჟანგს ფოლგის სველი ბურთით გაწმინდეთ ლითონის ზედაპირი და მას ჟანგი მოშორდება. ![]() 12. ჭურჭლის რეაბილიტაცია თქვენი ლითონის სახეხისთვის მშრალი სახეხი სინა შეფუთეთ ფოლგაში და შედეთ საყინულეში. ![]() 13. მაყალის გაწმენდა - პრობლემა არაა! მაყალის გამოყენების შემდეგ, აიღეთ საკვები ფოლგის ბურთულა და გახეხეთ ზედაპირი. გამოიყენეთ მაშები, რათა თავიდან იქნას აცილებული დამწვრობა! ![]() 14. სმარტფონი საინტერესოა, რომ სენსორული ეკრანი მგრძნობიარეა ფოლგის მიმართ, ამიტომ თითებზე შემოიხვიეთ ფოლგა... ![]() ასე, რომ საკვები ფოლგა არა მარტო სამზარეულოში გამოიყენება. ის ნამდვილად სასარგებლო მასალაა!!! 231 10-ს მოსწონს
|