სხვა როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატივისგან და ვიყოთ ბედნიერი 2017, 29 ნოემბერი, 13:12 ნათქვამია: "ჩემი ოჯახი, ჩემი ნავსაყუდელიაო". მაგრამ რა ვქნათ, თუ კი საკუთარ სახლში ყველაფერი ისე არ ხდება. მუდმივი პრობლემები, დაპირისპირება და დაძაბულობა გახდა ჩვეულებრივი სტუმრები? ხშირად ადამიანი თავის "ნავსაყუდელში" თავს არასასიამოვნოდ გრძნობს, ზოგჯერ გიჩნდება ძლიერი სურვილი მიატოვი ყველაფერი (ბინა) და გაიქცე, რადგან რაღაც ზეწოლას გრძნობ და გსურს თავისუფლად "ისუნთქო". თუ ასეა, არ არის გამორიცხული, რომ სახლში დაგროვილი იყოს დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგია. გასვლა - რა თქმა უნდა კარგია, ამშვიდებს! მაგრამ როგორ უნდა გაიწმენდოს სახლი უარყოფითი აურისგან, ისე, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს? ნუ გაიქცევით ექსტრასენსებთან ან მკითხავებთან. არავინ იცის რა მოხდება. კიდევ უფრო მიიზიდავთ თუ არა ნეგატივს (რადგან, ამ სუბიექტებს მუდმივად უარყოფით ენერგიასთან აქვთ საქმე). და მეორეც, სურთ თუ არა მათ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სიკეთე? შედეგად, შეიძლება ყველაფერი უფრო გაუარესდეს. კიდევ ერთი რამ- ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სახლი და ოჯახი, დარწმუნებული უნდა იყოს: რასაც ის აკეთებს, ეს ყველაფერი კარგი იქნება თუ არა მისთვის.მაგიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მომართოთ, როდესაც სახლში სრული ჯოჯოხეთია, ან როდესაც მფლობელები აბსოლუტურად დარწმუნებული არიან, რომ ისინი კეთილი ძალების მსახურნი არიან. რა ვქნათ მაშინ, როცა სახლში ენერგეტიკის გასუფთავებაა აუცილებელი? პირველი- თქვენ უნდა განსაზღვროთ ყველაზე "ბინძური" ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა ოჯახური დავა, ჭურჭელის მსხვრევა, სადაც მფლობელს აქვს არასასიამოვნო შეგრძნება ან თავის ტკივილი. როგორც წესი, უმეტესად ასეთი ადგილია: სამზარეულო, მისაღები ოთახი ან შემოსასვლელი. ახსნა მარტივია: სად, თუ არა სამზარეულოში? სადაც ყველა ყოველთვის საქმითაა დატვირთული: შეიძლება დაიწვას რამე, რაღაც დაღვაროს, რასაც მოჰყვება ლანძღა. მისაღები ის ადგილია, სადაც ოჯახის ყველა წევრი იკრიბება. იქ შეიძლება უარყოფითი ენერგია დაგროვდეს, რადგან ხშირია უარყოფითი აზრები, სიტყვები და ოჯახური კინკლაობები. რაც შეეხება შესასვლელს- ეს ყველაზე ენერგიულად არასტაბილური ადგილია სახლში. გარდა ამისა, თქვენ არ იცით, თუ რა აზრები და საიდუმლო ზრახვები აწუხებთ მეზობლებს, საცხოვრებელი დეპარტამენტის მუშებს ან ჩვეულებრივ გზავნილის მომტანებს, რომლებიც თქვენს ზღურბლს გადმოაბიჯებენ. იმ ადგილზე სადაც არასასიამოვნი შეგრძნებები გაქვთ, დროა გაწმენდის შემდეგ ნაბიჯზე გადახვიდეთ. სავალდებულო პირობაა - ბინაში უნდა იყოს მხოლოდ უფროსი. თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ მინიმუმ უნდა იყოს იმ ოთახში, რომლის გაწმენდაც ხორციელდება. ამ დროს არავინ არ უნდა ჩაერიოს, ყურადღება არ უნდა გადაიტანოს სხვა რამეზე! სამზარეულო ჩაასხით წყალი ლითონის ჯამში, ჩადეთ ორი ჭუჭყიანი სამზარეულოს პირსახოცი, რომლებიც გადაკვანძულია ერთმანეთზე. შემდეგ ჩააგდეთ სამი დაფნის ფოთოლი, დადგით ცეცხლზე, წამოადუღეთ და გამორთეთ. როდესაც წყალი გაგრილდება, პირსახოცები ამოიღეთ და გარეცხეთ, დაფნის ფურცლები გადაყარეთ და წყალი გადაასხით ტუალეტში ან ქუჩაში. ამ შემთხვევაში, სამზარეულოში ენერგიის გაწმენდის საშუალება ადუღებული წყლის ორთქლია. შესასვლელი ახალ მთვარეზე, პარასკევს შუადღისას, აიღეთ ხის სამარილე მარცხენა ხელით, მასში ჩაყარეთ სამი მწკრივი მარილი და სათლში ან წყლიან ავზში მოათავსეთ. მარილიანი წყლით სამჯერ დაიბანეთ სახე და თქვი: "მარილი დამატებულია, წყალი გაჟღენთილია, მარილი არ ლპება, ასევე ჩემ ოჯახს სიბინძურე არ მოეკარება. მიბრუნდი, წადი, უკან დაბრუნდი! უკან წადი, მე შენთვის არ დამიძახია. მოგიწოდებ შენ. ამინ !". ამის შემდეგ წყალი შესასვლელში დაასხით. მისაღები ოთახი როდესაც დიასახლისი სახლში მარტო დარჩება, უნდა აანთოს სანთელი (უკეთესია ეკლესიის) და ნელ-ნელა უნდა მოიაროს ოთახი, საათის ისრის მიმართულებით. შემდეგ მან მაგიდაზე უზარმაზარ ჯამზე უნდა დაყაროს მარილი და წაიკითხოს "მამაო ჩვენო" სამჯერ. მარილი პატარა კრისტალებია, ისინი პირველად, ლოცვის წაკითხვის დროს, აღიქვამენ პოზიტიურ ვიბრაციებს, შემდეგ კი ავრცელდებენ სიკეთეს და სიმშვიდეს, აქრობს უარყოფით ემოციებს და ოთახს წმენდს ნეგატივისგან. აუცილებელია მარილი შეინახოთ- ყოველ დღე განმეორების მიზნით, მანამდე სანამ სახლში ნორმალური სიტუაცია არ დამყარდება. საძინებელი როდესაც გრძნობთ, რომ დისკომფორტია საძინებელში. ბავშვებს და ცხოველებს არ უნდათ იქ გაჩერება, მეუღლესთან ურთიერთობა არასასურველია, რომ აღარაფერი ვთქვათ უძილობაზე ან კოშმარებზე. შემთხვევაში, ასე უნდა მოიქცეთ. უნდა დაჭრათ ორი ხახვი შუაზე და დადოთ ოთახის ყველა კუთხეში. თუმცა ოთახში უსიამოვნო სუნი დადგება, მაგრამ არაუშავს. სამაგიეროდ ბოლქვები ღამე შთანთქავს ყველა უარყოფით ენერგიას, რომელიც დაგროვდა ოთახში. დილით შეაგროვეთ, ისე რომ ხელით არ შეეხოთ (გაზეთში ან პაკეტში), და სახლის მოშორებით დამარხეთ.. ხახვის მაგივრად, შეიძლება გამოიყენოთ ნივრის კბილებიც.. ბინა (სახლი) ხშირად, ძნელია იმის გაგება, თუ რომელ ადგილზე დაგროვდა ყველაზე უარყოფითი ენერგია. მაშინ მთელი სახლის გაწმენდაა დაჭირო. ამას დრო სჭირდება. უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ამ დროს არავინ ჩაერიოს. თქვენ უნდა ჩაატაროთ ბინის ზოგადი გაწმენდა. უნდა აიღოთ 12 ბალახი : გვირილა, კრაზანა, მარჯორამი და დანარჩენი - შეხედულებისამებრ. ბალახები უნდა იყოს შეგროვებული საკუთარი ხელით, ყიდვა რეკომენდირებული არაა. შუაღამისას, 12 ლიტრი წყალი ცეცხლზე დადგით. როდესაც წყალი ადუღდება, 12 ბალახეული ჩაყარეთ მასში და 12 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. 12 საათი დადგით, გადაწურეთ და ბალახები გადაყარეთ. ხსნარი გაყავით სამ ნაწილად: ფანჯრებისთვის, კედლებისთვის და იატაკისთვის. ამ წყლით, ახალ-ახალი ტილოებით, სახლის ყველა კუთხე მოწმინდეთ და თქვით: "წყალო წყალო, უფლის თანაშემწევ, 12 ბალახეულით გამდიდრებულო, თორმეტ მოციქულთა ნაკურთხო, რომელნიც დამეხმარენ, ჩემს სახლში ბოროტი სულები აღმოიფხვრას." შემდეგ წყალი გადაასხით. გარდა ამისა, სანთელი აანთეთ და წაიკითხეთ "მამაო ჩვენო", და შესასვლელიდან დაწყებული კარიბჭემდე დამთავრებული იარეთ საათის ისრის მიმართულებით. ამის შემდეგ, რეკომენდირებულია, რომ არაფერი არ გასცეთ სახლიდან, სამი დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მცდელობა არასწორად წარიმართება. მცენარეები იმისათვის, რომ დაიცვას თქვენი სახლი უარყოფითი აურისგან მომავალში, თქვენ შეგიძლიათ დააწყოთ ფანჯარაზე სპეციალური კარმისგან დამცავი მცენარეები. მაგალითად, მონსტერა შთანთქავს არეულობას, კონცენტრირებულია მთელი ენერგია სიმშვიდეზე და სტაბილურობაზე, " ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს." კალანხოე იცავს ძალების შემცირებას, ეწინააღმდეგება უარყოფით ენერგიას და დეპრესიას. გვიმრა ათანაბრებს და ჰარმონიაში მოჰყავს შიდა და გარე სამყაროს ნაკადი. კალა ზრდის პიროვნების ხელშეუხებლობის ემოციურ ამოწურვას და სტრესს, სახლში ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს, მხიარულებას და სიხარულს. იაპონური კამელია ასუფთავებს სივრცეს ნებისმიერი უარყოფითი ენერგიისგან. იწვევს ბალანსს, ჰარმონიას, იცავს გარეგანი თავდასხმებისგან. ენერგიის გასუფთავების ყველაზე იდეალური მცენარე ყველა სახის კაქტუსია. ისინი იზიდავენ და აღიქვამენ ყველა უარყოფით ენერგიას, გარდაქმნიან აღშფოთებას, რისხვას, და არ აძლევენ სახლში უარყოფითი ენერგიის დაგროვების საშუალებას. ამიტომ, რეკომენდირებულია ისინი ფანჯრებზე ან წინა კართან მოვათავსოთ. შინაური ცხოველები ბედნიერი ოჯახი არის საუკეთესო დაცვა ნეგატიურობისგან. შესანიშნავი დაცვა სახლის უარყოფითი ენერგიისგან არიან კატები. განსაკუთრებით შავი ფერის. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჭორები და შეხედულებები არსებობს შავ კატაზე. ამბობენ, რომ მათ არა მარტო რამდენიმე სიცოცხლე აქვთ, არამედ შეუძლიათ სხვადასხვა პორტალის გახსნა და ხედავენ იმას, რასაც ადამიანები ვერ ამჩნევენ. აქედან გამომდინარე, კატა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. გარდა ამისა, ოჯახის ცხოველებს შეუძლიათ აღმოფხვრან სტრესი, ძალიან კარგად, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახში გაცილებით ნაკლები უარყოფითი ენერგია იქნება. . და ბოლოს კიდევ ერთი რჩევა. აუცილებელია სახლში შესვლისას, ყველაფერი უარყოფითი უკან მოიტოვოთ. არ არის აუცილებელი, შეიტანოთ ცუდი ხასიათი თქვენს "ნავსაყუდელში", სამუშაოზე დაგროვილი წყენა, გაბრაზება და გაღიზიანება. სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი იხსნის ყველანაირ ნიღაბს და თავს გრძნობს თავისუფლად. ეს ის ადგილია, სადაც საკუთარ თავს შეიგრძნობ და ხდები შეუნიღბავი. ამავე დროს ყველაზე დაცულია. შეიტანეთ სახლში კარგი განწყობა და ისიც გადაგიხდის სამაგიეროს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევა, "როგორ გაწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან" დაგეხმარებათ იმაში, რომ იყოთ ბედნიერი. 1270 3-ს მოსწონს
|