ქართული წარმოშობის გმირი მასწავლებელი,რომელიც კემეროვოში ბავშვების გადასარჩენად შებრუნდა და დაიღუპა
როგორც ცნობილია კემეროვოში საშინელი ტრაგედია დატრიალდა ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრ "зимняя вишня"-ში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით 64 ადამიანი შეეწირა, მათ შორის მინიმუმ 8 ბავშვია. საავადმყოფოებში რჩება 13 დაშავებული, უმეტესობა მხუთავი აირით არის მოწამლული. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სავაჭრო ცენტრში აღმოჩნდა ინგლისურის და გერმანულის მასწავლებელი, 37 წლის ტატიანა დარსალია. როგორც რუსული პრესა იუწყება, ახალგაზრდა ქალმა ჯერ საკუთარი 14 წლის ქალიშვილი ელა გადაარჩინა, ოთახიდან გარეთ გამოუშვა, შემდეგ კი ქალს მოესმა ბავშვების ხმა და უკან შებრუნდა, სამწუხაროდ ტატიანა დარსალიამ ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლო და თვითონაც დაიღუპა.
"ტატიანა ვიქტორის ასული იყო არა მარტო ჩემი მასწავლებელი და არამედ ჩვენი ხელმძღვანელია, - ამბობს პოლინა - იგი არა მარტო მცოდნე მასწავლებელი, არამედ უკეთილშობილესი ადამიანი იყო. როდესაც ამჩნევდა, რომ ზოგჯერ მოწაფეს ცუდი განწყობა ჰქონდა, მიუახლოვდა, ეკითხებოდ, რა მოხდა, რა გიჭირს, ეხმარებოდა სირთულეების გამკლავებში ..."
ტატინას გვამი უკვე იდენტიფიცრიებულია, მისი გამოსვენება 28 მარტს, ზნამენსკის ეკლესიის გეორგევსკის დარბაზიდან მოხდება.