სხვა რა არის სიყვარული? რატომ ვერ ვახერხებთ მის გაკონტროლებას? 2018, 26 მარტი, 20:10 ბევრს უჩნდება კითხვა- რა არის სიყვარული? -ნუთუ დაავადებაა? რატომ არ შეგვიძლია მისი კონტროლი, ან რატომ ვერ ვახერხებთ ამა თუ იმ ადამიანის გადაყვარებას? კვლევების შედეგად დაგინდა, რომ სიყვარულს ისეთივე ზემოქმედება ახასიათებს, როგორიც ნარკოტიკს, იგი ადამიანში იწვევს ეიფორიას. როდესაც საყვარელ ადამიანს ვხედავთ მიღებული ემოციები იწვევს ტვინის სიამოვნების რეცეპტორების გაღიზიანებას და ბედნიერების ნივთიერების გამომუშავებას. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სიყვარული კონტროლს არ ექვემდებარება, რადგან ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ჩვენ ორგანიზმში გამომუშავდება იწვევენ ძლიერ დმოკიდებულებას. არ არსებობს მწერალი, თუ პოეტი, რომელიც ამ გრძნობას არ შეხებია... "სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა, როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს. როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს" -პაოლო კოელიო. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სიყვარული სისუსტის მაჩვემებელია, რაც წინსვლაში ხელს გვიშლის და გადაიქცევა ერთგვარ დაბრკოლებად: "არავინ გიყვარდეს- ეს უდიდესი ნიჭია, რომელიც დაუმარცხებელს გაგხდის, რადგან როცა არავინ გიყვარს გვერდს უქცევ ყველაზე დიდ ტკივილს" - ადოლფ ჰიტლერი. მეცნიერმა ხეორხინა მონტემაიორ ფლორენსმა განაცხადა, რომ ფიზიოლოგიურად "შეყვარებულობა" ფაქტობრივი აკვიატების მდგომარეობაა, ანუ მეცნიერულ ენაზე თუ ვიტყვით იგი ობსესიურ-კომპულსური დარღვევის ტიპია. 91 6-ს მოსწონს
|