ფსიქოლოგია ფსიქო-ტესტი, რომელიც ამოიცნობს თქვენს ცხოვრებას 2018, 26 მარტი, 8:38 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერსა და ფიზიოლოგს- ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მარტივ ფსიქო-ტესტს. თქვენ გევალებათ, კარგად დააკვირდეთ ფოტოს და ამოიკითხოთ ის, თუ რა დაინახეთ მასზე პირველი (სახე თუ თევზები). ტესტი განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების ცვლილებებს. ● სახე: სოციალურად ორიენტირებული პიროვნება ხართ. გაინტერესებთ ხალხი და კომუნიკაცია. ფლობთ დამოუკიდებელ ინტელექტუალურ შესაძლებლობას, რაც გეხმარებათ ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში. ● თევზები: კმაყოფილი ხართ ცხოვრებით. გჯერათ, რომ მომავალში, ბიზნესში წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მაშინაც კი, თუ ცხოვრებაში რაღაც არასწორად მიდის, დარწმუნებული ხართ, რომ გაჩნდება შესაძლებლობა მოერგოს ცვლილებებს. იხილეთ აგრეთვე: ● მარტივი "ფსიქო-ტესტი", რომელიც ამოიცნობს თქვენს სურვილებს ● ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფნი ● აირჩიეთ ხე და გაიგეთ, ხართ თუ არა მოღალატე ● ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებს ● ამოირჩიეთ თვალი და ნახეთ რას განსაზღვრავს ის ● ამოირჩიეთ ვაშლი და აღმოაჩინეთ თქვენი თვისებები ● ტესტი: ამოირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ რას ამბობენ თქვენზე ფსიქოლოგები ● იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს? ● იცოდით რაზე მეტყველებს თქვენი თმის სიგრძე? ● ტესტი მთვარეზე ფსიქოლოგებისგან– აირჩიეთ ერთი და გაიგეთ რას აღნიშნავს ● თქვენი საყვარელი ფერი რომელია? გაიგეთ რას განსაზღვრავს ის ● ტესტი ქალბატონებისთვის- რა ფერის ტუჩსაცხს ანიჭებთ უპირატესობას? ის განსაზღვრავს თქვენს დადებით მხარეებს ● ამოირჩიეთ კარი და გეტყვით ვინ ხართ სინამდვილეში- ტესტი 1286 13-ს მოსწონს
|