საზოგადოებრივი ძვ.წ. მე-5 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია 2018, 27 მარტი, 14:42 ძვ.წ. 499 - 494 წწ. - იონიის აჯანყება, ბერძნულ-სპარსული ომების დასაწყისი. ამ ომში სპარსეთმა დაამარცხა იონიის, ეონისის, დორისის, კარიას, ათენის, ერეტრიას და კვიპროსის გაერთიანებული ჯარები.
![]() ძვ.წ. 499 - 448 წწ. - მიმდინარეობდა ბერძნულ-სპარსული ომები. ამ ომებში ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ათენის, სპარტას, თესპიანის, თებას, კვიპროსის და დელიანის ლიგის, ასევე სხვა ბერძენთა დიდმა კოალიციამ დაამარცხა სპარსეთის აქემენიდური იმპერიის და მისი მოკავშირეების დიდი კოალიცია. ![]() ძვ.წ. 498 - 493 წწ. - მიმდინარეობდა ლათინური ომები, სადაც საბოლოოდ რომის რესპუბლიკამ დაამარცხა ლათინური ლიგა. ![]() ძვ.წ. 492 - 490 წწ. - სპარსელთა პირველი ლაშქრობა საბერძნეთში. სპარსეთმა დაამარცხა იონიის, ეონისის, დორისის, კარიას, ათენის, ერეტრიას და კვიპროსის კოალიცია. ![]() ძვ.წ. 487 - 448 წლებში მიმდინარეობდა ბერძნების კონტრშეტევა სპარსეთის იმპერიაზე. ძვ.წ. 480 - 479 წწ. - სპარსელთა მეორე ლაშქრობა საბერძნეთში. ბერძნულმა ქალაქ-სახელმწიფოებმა ათენმა და სპარტამ წარმატებით მოიგერიეს შეტევა და დაამარცხეს სპარსელები. ![]() ძვ.წ. 480 წ. - თერმოპილეს ბრძოლა. სპარსეთის იმპერიამ დაამარცხა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები. ![]() ძვ.წ. 480 წ. - პირველი სიცილიური საომარი კამპანია ანუ ჰიმერას ომი, სადაც სირაკუზმა და აგრიგენტუმმა დაამრცხა კართაგენის ჯარი. ![]() ძვ.წ. 477 წ. - კრემერას ბრძოლა, სადაც რომაული ქალაქის - ვეიის არმიამ დაამარცხა რომის რესპუბლიკა. ![]() ძვ.წ. 475 - 221 წწ. - ეს არის ჩინეთის დიდი შიდა ომიანობის პერიოდი, წოდებული, როგორც მეომარი სახელმწიფოების ხანა. ![]() ძვ.წ. 474 წ. - კუმეს ბრძოლა, რომლის დროსაც სირაკუზის და კუმეს კოალიციამ სძლია ეტრუსკებს. ![]() ძვ.წ. 464 წ. - ჰელოტის აჯანყება 464 წლის სპარტას მიწისძვრის განმავლობაში, სადაც სპარტამ დაამარცხა აჯანყებული ჰელოტები და მათი მოკავშირე პერიეკები. ![]() ძვ.წ. 460 - 445 წწ. - პირველი პელოპონესის ომი, სადაც პელოპონესის ლიგამ დელიანის ლიგას სძლია. ![]() ძვ.წ. 440 წ. - სამიანის ომი, სადაც ათენმა დაამარცხა სამოსის არმია. ![]() ძვ.წ. 431 - 404 წწ. - პელოპონესის მეორე ომი, რომელიც იგივე შედეგით დასრულდა და პელოპონესის ლიგამ დელიანის ლიგას სძლია. ![]() ძვ.წ. 411 წ. - ათენური გადატრიალება. ეგრედ წოდებულმა "ოთხასმა" დაამარცხა ათენის არმია. ![]() ძვ.წ. 410 - 340 წწ. - მეორე სიცილიური ომი, სირაკუზის, კორინთის და სპარტას კოალიციის გამარჯვებით დასრულდა ათენის, დელიანის ლიგის და სეგესტას გაერთიანებულ ჯარებზე. ![]() ავტორი: თორნიკე ფხალაძე 350 4-ს მოსწონს
|