თეატრი ახმეტელის თეატრის სპექტაკლი „ხანუმა“ ტრიუმფატორია 2018, 25 მარტი, 22:41 ![]() უკვე გამოვლენილია საუკეთესო ნომინატთა სამეული, მათ შორის ირაკლი გოგიას “ხანუმა”. რეჟისორის მიერ კიევის ნაციონალური ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა”, რომლის კომპოზიტორიც გია ყანჩელია, ხოლო ქორეოგრაფი გია მარღანია, ნომინირებულია წლის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაზე. წლის საუკეთესო სცენოგრაფის ტიტულის მოსაპოვებლად კი ამავე სპექტაკლით ახმეტელის თეატრის მხატვარი მარიკა კვაჭაძე იბრძოლებს. უკრაინელი მსახიობი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მსახიობი ანნა დობნაია ასევე ირაკლი გოგიას სპექტაკლიდან ”ხანუმა” არის წარდგენილი. წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე უკრაინაში სამ საუკეთესო ნომინანტს შორის ქართველი რეჟისორისა და მხატვრის წარდგენა უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა! ![]() 29 1-ს მოსწონს
|