x
image
beko777
ახმეტელის თეატრის სპექტაკლი „ხანუმა“ ტრიუმფატორია
image

უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა.
უკვე გამოვლენილია საუკეთესო ნომინატთა სამეული, მათ შორის ირაკლი გოგიას “ხანუმა”. რეჟისორის მიერ კიევის ნაციონალური ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა”, რომლის კომპოზიტორიც გია ყანჩელია, ხოლო ქორეოგრაფი გია მარღანია, ნომინირებულია წლის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაზე. წლის საუკეთესო სცენოგრაფის ტიტულის მოსაპოვებლად კი ამავე სპექტაკლით ახმეტელის თეატრის მხატვარი მარიკა კვაჭაძე იბრძოლებს.

უკრაინელი მსახიობი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მსახიობი ანნა დობნაია ასევე ირაკლი გოგიას სპექტაკლიდან ”ხანუმა” არის წარდგენილი.

წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე უკრაინაში სამ საუკეთესო ნომინანტს შორის ქართველი რეჟისორისა და მხატვრის წარდგენა უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა!


image

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0