შოუბიზნესი სერენაი სარიკაია - 10 საინტერესო ფაქტი თურქი სუპერვარსკვლავის შესახებ 2018, 28 მარტი, 12:58 სერენაი სარიკაია თურქეთის ერთ-ერთი ულამაზესი სუპერმსახიობია. თურქეთში მას თაობის ანგელოზსაც ეძახიან. წარმოგიდგენთ სერენაის შესახებ საინტერესო ფაქტებს! 1. დაიბადა ანკარაში, გაიზარდა ანტალიაში დაიბადა 1991 წლის 1 ივლისს დედაქალაქ ანკარაში. ახალგაზრდობის პერიოდი მან ანტალიაში გაატარა, თუმცა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სტამბული აირჩია. მას სამსახიობო კარიერაში წარმატების მიღწევაში დედა ეხმარებოდა. 2. სპორტი მისთვის მუდამ არსებობს სერენაი სარიკაია სტუდენტობის პერიოდში, პარალელურად სპორტით იყო დაკავებული. ხშირად თამაშობდა კალათბურთს და ფრენბურთს, გარდა ამისა ჩოგბურთის თამაშიც მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული ჰობია. 3. მსახიობი რომ არა, მოდელი გახდებოდა! სტუდენტობის პერიოდში მან მოახერხა დედამისის აყოლიება და საცხოვრებლად სტამბულში გადავიდა. სამსახიობი კარიერა წარმატებით დაიწყო, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში ის მოდელობას მიაშორებდა, რაც ასევე ძალიან კარგად გამოუვიდოდა. 4. მოსწონს წერა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს, სერენაიმ განაცხადა იმის შესახებ, რომ მას წერა ამშვიდებს. იმ დროსაც კი როდესაც ხმაღალ მუსიკას უსმენს, თავისუფლად შეუძლია დღიურის შევსება, ან რაიმე სტატიის განთავსება საკუთარ ვებ-გვერდზე. ჟურნალისტური ნიჭი აშკარად თანდაყოლილი აქვს! 5. როლები მისი სადებიუტო როლი შედგა ფილმში "გაოცებული მსახიობი", შემდეგ ძალიან ბევრ თურქულ სერიალში ერგო მნიშვნელოვანი როლები, რომლითაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. სერიალები, რომლებშიც სერენაი გადაიღეს : "ანგელოზების ზღაპარი, ლიმონის ხე, ადანელი, ტიტების დრო, მედჯეზირი და ბეჰსათ ჩ. 6. 19 ჯილდო აქვს მას ჯილდოების ნამდვილი კოლექცია აქვს და თურქ მსახიობებს შორის გამორჩეულია. განსაკუთრებით კი ოქროს პეპელა ზედიზედ ორჯერ მოიპოვა, რაც ძალიან რთული მოსაპოვებელია. 7. მისი სალამაზე თვალსაჩინოა 2006 წელს, ჩეხეთში ახალგაზრდულ სილამაზის კონკურსში გამარჯეებით დაიწყო. 2010 წელს მისს თურქეთის კონკურსში გიზემ მემიჩს ჩამორჩა მხოლოდ და გახდა თურქეთის ყველაზე ლამაზი მეორე გოგონა. მოგვიანებით მას შეეძლო მონაწილეობა მიეღო Miss Universe - ში, თუმცა სამსახიობო კარიერიდან გამომდინარე, კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 8. ძალიან ლამაზი ხმა აქვს! სერიალ ტიტების დროში, მის მიერ შესრულებული მარტოობის სიმფონია მთელ თურქეთში ძალიან პოპულარულ ჰიტად იქცა. ამის შემდეგ, სარიკაიას ყველა ფილმში სიმღერის როლი მიანიჭეს. სერენაი ნამდვილად ძალიან ლამაზი და ნიჭიერი მსახიობია. 9. გამოცდილება შეცდომებმა ასწავლა! "ცხოვრებამ მასწავლა ყველაფერი, ადამიანების ცნობა და საკუთარი თავის დაფასება. ძილის წინ, თუ დღემ კარგად ჩაიარა, ღმერთს ვუმადლობებ, თუ არა მიანც იგივეს ვაკეთებ. თუ სადმე შეცდომას ვუშვებ და ამას ვხვდები, ვცდილობ, რომ მალევე გამოვასწორო შეცდომა და იგივე აღარ განმეორდეს" - სერენაი სარიკაია 10. ურთიერთობის შესახებ სერენაის აზრით ყველა ქალმა უნდა იცოდეს საკუთარი თავის დაფასება და არასოდეს არ უნდა წყინდეს ის ფაქტი, რომ რომელიმე ბიჭმა დაიწუნოს ის. სერენაი სჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელსაც პირველ რიგში ერთგულება შეეძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გასათხოვარი დარჩება! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. კივანჩ თათლითუგი - 17 საინტერესო ფაქტი თუქრი სუპერვარსკვლავის შესახებ! 2. თურქეთის ყველაზე სიმპატიური 15 მამაკაცი! 3. "სხეულით ნაშოვნი ფული" - წარმოგიდგენთ 20 ყველაზე მდიდარ პორნოვარსკვლავს! 4. ბედნიერების საიდუმლო წვრილმანებშია - 12 ფოტო, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ! 5. იცით თუ არა, რომ... სუპერ ფაქტები! 6. თვეში 15 დოლარიდან მილიარდერობამდე! Alibaba-ს დამფუძნებლის შთამაგონებელი ისტორია... 7. გახსოვთ ცნობილი ვალენტინას როლის შემსრულებელი მსახიობი? როგორ გამოიყურება დღეს გაბრიელა სპანიკი? 511 7-ს მოსწონს
|