შოუბიზნესი კივანჩ თათლითუგი - 17 საინტერესო ფაქტი თუქრი სუპერვარსკვლავის შესახებ! 2017, 27 აპრილი, 16:15 თურქეთის კინოოვარსკვლავი, პოპულარული მსახიობი და ფოტომოდელი კივანჩ ტატლიტუგი დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ ადანაში, თურქეთი. მას ჰყავს 4 ძმა და 1 და. მისი სახელი "კივანჩი" თურქულად ნიშნავს "სიამაყეს". "ტატლიტუგი" კი, წაროშობილია სიტყვა -"ტკბილიდან". კივანჩის ოჯახი დაკავებულია საცხობების 100 წლიანი მემკვიდრეობითი ბიზნესით. ის სწავლობდა კერძო საშუალო სკოლაში, სადაც დაეუფლა კალათბურთს. 1 - კივანჩ თათლითუგი დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ადანაში. დედა ქალაქ ედირნედან იყო, ხოლო მამა წარმოშობით ბოსნიელია.
2 - თათლითუგი სიმაღლეში 1, 87 სანტიმეტრია, ხოლო წონით 87 კგ.
3 - კარგად თამაშობს კალათბურთს. ახალგაზრდობაში თურქულ ბეშიქთაშის რიგებში ჩანდა, თუმცა მოგვიანებით მიღებულ ტრავმამ, საკალათბურთო კარიერა დაუსრულა. კივანჩი NBA-ში თამაშზე ოცნებობდა.
4 - სამოდელო კარიერა დედის დახმარებით დაიწყო!
5 - თათლითუგი 2002 წელს Best Model of the Turkey გახდა, ამავე წელს მან მოიპოვა Best Model of the World.
6 - სამოდელო კარიერაში წარმატების მისაღწევად წელიწადნახევარ საფრაგეთში ცხოვრობდა.
7 - კივანჩ თათლითუგი არის ძალიან მორწმუნე და რელიგიის ერთგული.
8 - როგორც ცნობილია, თათლითუგი სიყვარულშიც ერთგულია და არ უყვარს "ბაბნიკობა". 9 - ჩაცმის მხრივ, დიდ ყურადღებას არ აქცევს ბრენდებს.
10 - მოსწონს სადა გოგონები, რომლებსაც მაკიაჟისადმი მიდრეკილება არ აქვთ!
11 - თათლითუგს განსაკუთრებით სძულს ტყუილი, ამის გამო თავისუფლად შეუძლია ადამიანისთვის ხაზის გასმა!
12 - თათლითუგი ზოდიაქოთი მორიელია. როგორც თავად ამბობს, მას შეუძლია ადამიანის ამოცნობა ერთი შეხედვით.
13 - თავის სხეულზე, ყველაზე მეტად თვალები მოსწონს.
14 - თათლითუგი თანამედროვე ტექნოლოგიებს ვერ ეგუება. არ მოსწონს დიდხანს კომპიუტერთან ჯდომა და მობილურით გართობა. თავისუფალ დროს უმეტესწილად მეგობრებთან ან წიგნის კითხვით ატარებს.
15 - ხალხმრავალ ოჯახში დაბადებული თათლითუგი თვლის, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ოჯახია.
16 - კივანჩს ყველა ცხოველისადმი განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებს.
17 - არ მოსწონს ფუფუნება და ფინანსებს ყურადღებას არ აქცევს. თათლითუგისთვის ფული მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის საჭირო.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1. 6 უდანაშაულო ფოტო, რომლის უკან 6 საშინელი ისტორია იმალება! 2. როგორ მოქმედებს D ვიტამინი კუნთებსა და ძვლებზე? 3. გასტრო-ეზოფაგალური რეფლექსის მკურნალობის ბუნებრივი მეთოდები! 4. საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 5. ისინი 18 წელია უკვე, რაც ცივილიზაციისგან შორს ცხოვრობენ
5888 5-ს მოსწონს
|