საზოგადოებრივი ძვ.წ. მე-7 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია 2018, 25 მარტი, 2:24 ძვ.წ. 685 - 668 წწ. - მეორე მესენიანური ომი, სადაც სპარტას, კორინთის, ლეპრეოსა და კრეტელი დაქირავებულების არმიამ გაანადგურა მესენიას, არკადიას, სიციონის, ელისის და არგოსის გაერთიანებული ჯარები.
![]() ძვ.წ. 671 - 664 წწ. - ესარჰადონის ომი ეგვიპტის წინააღმდეგ, სადაც ნეო-ასირიულმა იმპერიამ ეგვიპტის და კუშის სამეფოების გაერთიანებული ჯარები. ![]() ძვ.წ. 655 - 639 წწ. - ნეო-ასირიული იმპერია იპყრობს ელამს. ძვ.წ. 652 - 648 ან 646 წწ. - შამაშ-შუმ-უკინის სამოქალაქო ომი, სადაც ნეო-ასირიული იმპერიის ძალებმა გაანადგურეს ასირიელ-ბაბილონელთა, მესოპოტამიელ სილანდთა, ელამის, ქალდეის, გუტის, ამურუს სამეფოს, მელლუჰას და არაბული ტომების დიდი კოალიცია. ![]() ძვ.წ. 643 - 642 წწ. - ომი ქის მემკვიდრეობისთვის ჩინეთში, სადაც უფლისწულ ჭაოს ფრაქციამ დაამარცხა უფლისწულების: ვუკუის, პანის, შანგრენის, იუანის და იონგის დიდი კოალიცია. ![]() ძვ.წ. 642 - 338 წწ. - რომანო-ლათინური ომები. ომების ხანგრძლივი სერია, როდესაც რომაელები ჯერ როგორც სამეფო და შემდეგ როგორც რესპუბლიკა ეომებოდნენ აპენინის ნახევარკუნძულზე მათს მოსვლამდე იქ მცხოვრებ ლათინებს. საბოლოოს რომაელებმა ამ დიდ და ხანგრძლივ ომების სერიაში გამარჯვება მოიპოვეს. ![]() ძვ.წ. 632 წ. - კილონიური საქმე (კილონიური ომი), სადაც ათენი დაუპირისპირდა ათენური კილონის და მეგარას გაერთიანებულ არმიას და სძლია. ![]() ძვ.წ. 626 წ. - ბაბილონის აჯანყება, სადაც ბაბილონიის ჯარებმა სძლია ნეო-ასირიულ იმპერიას. ![]() ძვ.წ. 614 წ. - ასურის დაცემა. ამ ომში ახალ-ბაბილონური იმპერიის და მიდიის ჯარებმა დაამარცხა ახალ-ასირიული იმპერია. ძვ.წ. 612 წ. - ნინევიას ომი, სადაც მიდიელების (სპარსელების და ელამიტების) სკვითების, ახალ-ბაბილონური იმპერიის ქალდეას და კიმერიელების გაერთიანებულმა ჯარებმა დაამარცხა ახალ-ასირიული იმპერია. ![]() ძვ.წ. 608 წ. - ჰარანის დაცემა. ამ ომში ახალ-ბაბილონურმა იმპერიამ და მიდიის კოალიციამ სძლია ახალ-ასირიულ იმპერიას. ძვ.წ. 605 წ. - კარქემიშის ბრძოლა, სადაც ახალ-ბაბილონურმა იმპერიამ დაამარცხა ეგვიპტის და ახალ-ასირიული იმპერიის ნარჩენი ძალების კოალიცია. ![]() ძვ.წ. 601 - 586 წწ. - ებრაულ-ბაბილონური ომი. ახალ-ბაბილონურმა იმპერიამ შემოიკრიბა მოაბის, ამონის და ქალდეას ჯარები და ერთიანი კოალიციური არმიით დაამარცხა იუდეის ებრაული სამეფო. ![]() ავტორი: თორნიკე ფხალაძე 303 5-ს მოსწონს
|