სხვა დეჟავუ - ჟამევუ, რა განსხვავებაა მოცემულ ტერმინებს შორის? 2018, 24 მარტი, 18:50 ალბათ, თითოეულ ადამიანს ჰქონია განცდა, როდესაც ამა თუ იმ, უკვე კარგად ნაცნობ სახელს, ფაქტს, სიტუაციას... ვერ იხსენებს, თითქოს ეს ყველაფერი პირველად ხდება, ან ჰქონია, მოცემული შემთხვევისგან რადიკალურად განსხვავებული შემთხვევა, ანუ განცდა იმისა, რომ ესა, თუ ის სიტუაცია, ეპიზოდი, ქმედება უკვე ნანახი, განცდილი აქვს. გაინტერესებთ რა იწვევს ჩვენში ამ შეგრძნებებს და რა ეწოდება მათ? გთავაზობთ თითოეული შემთხვევის განმარტებას: 1. დეჟავუ - დეჟავუ უკვე ნანახს ნიშნავს, ანუ ამ დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მოცემული, მისთვის უცნობი სიტუაცია, რომელშიც იმ მომენტში იმყოფება, თითქოს უკვე აქვს ნანახი, გამოცდილი. რა იწვევს ამ შეგრძნებას, საიდან ჩნდება ადამიანის გონებაში? მოცემულ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს მრავალი მოსაზრება, მაგალითად მეცნიერები მას ტვინის სხვადასხვა სფეროების არათანმიმდევრულ მუშაობას უკავშირებენ, ანუ როდესაც ტვინის ერთი ნახევარსფერო აღიქვამს საგანს, მეორე ნახევარსფერო შედარებით გვიან ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და როდესაც აღქმა-დამუშავრბის ეტაპი მთავრდება გვაქვს ილიზია - ეს უკვე იყო. 215 4-ს მოსწონს
|