უცხოური პრესა მორიგი ტერორისტული აქტი საფრანგეთში : არის მსხვერპლი 2018, 24 მარტი, 17:57 ოცდასამ მარტს, ქალაქ ოდის სიახლოვეს, საფრანგეთში, კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რადუან ლაკდიმი -ესაა სახელი დქ გვარი იმ ადამიანისა, რომლის ტყვიასაც ოთხი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. მკვლელს დაგეგმილი პოლიციელების დახოცვა ჰქონდა. მან მანქანა მოიპარა და და პარასკევს დილიდან დაიწყო მიზანში ამოღებულ ტერიტორიის დაზვერვა. “ აშკარად სამხედროების გამოჩენას ელოდა“- განაცხადა პროკურორმა ფრანსუა მოლინმა. მოგვიანებით, ტერორისტმა სამალავი დატოვა და აედევნა ოთხ გარეთ გამოსულ პოლიციელს, რომელთაგანაც ერთ-ერთი შეტაკებისას დაიჭრა. მან მძევლები აიყვანა. გარდა ოთხი გარდაცვლილისა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ლეიტენანტი -არნო ბელტრამი იყო, სავარაუდოდ, თექვსმეტი ადამიანია დაჭრილი. 65 2-ს მოსწონს
|