საქართველო მიხეილ სააკაშვილი: "ნულოვანი ტოლერანტობა მათ მიმართ, ვისაც კანონი არაფრად მიაჩნია" 2012, 27 ივნისი, 14:23 ![]() სააკაშვილმა სხვადასხვა ისტორიულ გამოცდილებაზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით 70-იან წლებში აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოს პოლიტიკურმა კანდიდატმა წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ათასი მარცხენა ფეხსაცმელი დაარიგა და მოსახლეობას დაპირდა, რომ მარჯვენა ფეხსაცმელს არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში დაურიგებდა. "ვისაც დღეს საქართველო ბანანის რესპუბლიკა ჰგონია და მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო მარჯვენა ფეხსაცმლის პრინციპით იმოქმედებს, მას ვერაფერი გაუგია მთელი ამ წლების განმავლობაში" განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო დაიცავს და უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის უფლებას დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტები ააშენა უკომპრომისო ბრძოლით მათ მიმართ, ვისაც მიაჩნდა, რომ კანონსა და ხალხზე მაღლა იდგა. "კანონიერ ქურდებს, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ქუჩის კრიმინალებს, გამომძალველ და ყაჩაღ სამართალდამცველებს მართლა სჯეროდათ, რომ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგნენ. ყველა მათგანი ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ვაიძულეთ დამორჩილებოდნენ კანონს და პასუხი ეგოთ ხალხისა და სამართლის წინაშე" აღნიშნა სააკაშვილმა და იქვე დაამატა, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი და შეუწყნარებლობა ყოველგვარი კანონდარღვევის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. 140 3-ს მოსწონს 2-ს არა
|