x
image
შავი
ბიძინა ივანიშვილი: კარალეთში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, აუცილებლად მოდით გორის აქციაზე

imageპოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის მოსახლეობას 15 ივლისს გორში დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
ივანიშვილის თქმით, ქართლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის ყველა კუთხის შემკრები, გამაერთიანებელია და მას საქართველოს გულს ტყუილად არ უწოდებენ.
„ამიტომ, მინდა მოვუწოდო ქართლელებს მიუხედავად იმისა რაც მოხდა კარალეთში, აუცილებლად მოვიდნენ გორის აქციაზე, რომ ხელისუფლებას ჩვენი მუხტი და ძალა ვაჩვენოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა

ამასთან, კოალიციის ლიდერის თქმით, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა შიდა ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს, ექსცესები ყოველდღე ხდებოდა.

„ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად ხდება უბადრუკი ექსცესები, ისეთი როგორიც კარალეთში მოხდა, როცა ჩვენს წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს და აგინეს. კოალიციის ძირითადი მოწინააღმდეგეები დღეს არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებსაც ჩვენს შეხვედრებზე დაატარებენ. ინციდენტის ყველა მონაწილე მინისტრებისა და გამგებელების ნათესავები, ასევე პოლიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები არიან“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია გორში, კომბინატის დასახლებაში 15 ივლისს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:შავი
შავი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0