საზოგადოება უხსნიან თუ არა ვარსკვლავს გია ჯაჯანიძეს? 2018, 23 მარტი, 23:16 ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანს, გია ჯაჯანიძეს შეიძლება ვარსკვლავი გაუხსნან. ამის შესახებ თავად ჯაჯანიძემ განაცხადა "Prime Time"-თან მიცემულ ინტერვიუში. კითხვაზე: სიმართლეა თუ არა, რომ ვარსკვლავს გიხსნიან? ჯაჯანიძე პასუხობს: "იყო ამაზე ლაპარაკი. დამირეკეს, ოღონდ არა დათო ოქიტაშვილმა და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემი ვარსკვლავის გახსნას და ახლა დადიან ხელმოწერების შესაგროვებლად. " ასევე ჯაჯანიძემ განაცხადა, რომ მისი ვარსკვლავის გახსნის კატეგორიული წინააღმდეგია. 62 3-ს მოსწონს
|