სხვა იამაიკა - ქვეყანა, სადაც ყოველთვის მშვიდად ხარ 2018, 23 მარტი, 10:27 იამაიკა მდებარეობს დიდი ანტილიის არქიპელაგში, 144 კილომეტრით სამხრეთით კუბიდან და 160 კილომეტრი დასავლეთით ჰაიტიდან. მისი ტერიტორია არის 11 034 კვადრატული კილომეტრი და ზომით მესამე კუნძულია კარიბის ზღვაში. იამაიკის რელიეფი გორაკ-ბორცვიანია, ღრმა ველებითა და 120 არასანაოსნო მდინარით. სანაპირო ხაზი არის სწორი და ვიწრო კლიმატი ძირითადად ცხელი ტენიანია (ტროპიკული), მთიანეთი კი ცივია.
იამაიკის მოსახლეობა 1992 წლის მონაცემებით იყო 2 500 701 ადამიანი. ყოველწლიური საშუალო ზრდა შეადგენს 0.09%-ს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 228 კაცი ერთ კვადრატულ კილომეტრზე. იამაიკის მოსახლეობის 76.3% შავკანიანია, 15.1% აფრო-ევროპელი, 3.2% თეთრკანიანი, 3% აღმოსავლეთ ინდიელი, 1.2% ჩინელი, ხოლო 1.2% სხვა ეთნოსისა. დაახლოებით 22 000 იამაიკელი ემიგრირებს ყოველ წელს და დაახლოებით ნახევარი მილიონი ცხოვრობს ამჟამად აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. იამაიკის დედაქალაქია - კინგსტონი.
იამაიკის ეკონომიკის საფუძველს ძირითადად წარმოადგენს ბოქსიტის მოპოვება, სოფლის მეურნეობა და საერთაშორისო ტურიზმი.
იამაიკაში ტურისტებისთვის მოიპოვება ისეთი ადგილები სადაც ისინი ნამდვილად შეძლებენ დასვენებას.
ბობ მარლი მსოფლიო ლეგენდა, რომელიც იამაიკელების ნამდვილი ღმერთია.
313 3-ს მოსწონს
|