სხვა ბულგარეთის - ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციათა კრებული 2018, 21 მარტი, 18:03 ბულგარეთიქვეყნის დედაქალაქი: სოფია ოფიციალური ენა: ბულგარული მოსახლეობა: 7364570სახელმწიფო მმართველობა: საპარლამენტო რესპუბლიკა ბულგარეთის რესპუბლიკა განლაგებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო:ჩრდილოეთიდან რუმინეთი, დასავლეთიდან სერბეთი და მაკედონია, სამხრეთიდან კი საბერძნეთი და თურქეთი. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით მცირე ზომის მიუხედავად, 110550 კვ.კმ. ქვეყანა გამოირჩევა პეიზაჟების მრავალფეროვნებით.
ბულგარეთში ძალზე ხშირია თვალწარმტაცი ხეობები, მთის მდინარეები დათოვლილი მწვერვალები, დაბლობები და მაღალმთიანი პლატოები. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია: სტრატა-პლანინა და როდოპების მთათა სისტემა. ბულგარეთშია ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმაღლესი მთის მასივი რილა, ასევე ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა.
ქვეყნის დედაქალაქია - სოფია.
ქალაქის სავიზიტო ბარათია ალექსანდრე ნეველის ტაძარი, რომელიც აგებულია 1908 წელს.
100 2-ს მოსწონს
|