x
image
Culture Express
ვანო ჯავახიშვილი: "მსუბუქი ფლირტიც კი არ მიყვარს.. ვთვლი რომ ამით ზიანს ვაყენებ მეუღლეს "
image ვანო ჯავახიშვილმა "ნანუკას შოუში" სტუმრობისას განაცხადა, რომ მას არასოდეს მეუღლისთვის არ უღალატია.

ვანო უკვე მეთერთმეტე წელია რაც დაოჯახებულია.


image


" არასოდეს ცოლისთვის არ მიღალატია.. ჩემთვის ოჯახი ყველაზე მთავარია, როდესაც ოჯახი მთავარია, ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ოჯახის ამბავს არ მიყვარს, ვერიდები, მსუბუქი ფლირტიც კი არ მიყვარს, ფლირტი ხომ იციან ბიჭებმა, ასეთი ადამიანები არსებობენ, მართალია არ ღალატობენ მეუღლეებს, მაგრამ არსებობენ. ჩემთვის არ არის ეს მისაღები იმიტომ რომ, მე ამით ვთვლი, ზიანს ვაყენებ მეუღლეს. " - ვანო ჯავახიშვილი



image

ვანო ჯავახიშვილს მეუღლემ წერილი დაუწერა და "ნანუკას შოუში" გამოუგზავნა:


" ჩვენ ერთმანეთი აგვისტოს ერთ ცხელ საღამოს, შავი ზღვის სანაპიროზე გავიცანით. მე ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ჩემთვის გაგიმეტა.

შენ ყველაზე კეთილშობილი, უბოროტო და ჰუმანური ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც მე ვიცნობ. შენ იმდენი მოახერხე, რომ ჩემი რთული ხასიათიც კი შეცვალე და უკეთეს ადამიანად მაქციე.

მინდა მუდამ წარმატებული იყო, რადგან შენ ნიჭიერთან ერთად საოცრად შრომისმოყვარეც ხარ. მიყვარხარ "

image


0
368
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0