სისხლის სამართალი საფრანგეთში ქალი ახალშობილ შვილებს 10 წლის განმავლობაში საყინულეში მალავდა 2018, 22 მარტი, 13:46 საფრანგეთში დაიწყო სასამართლო 38 წლის რამონა კანეტეს(Ramona Canete), წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება ოჯახისგან უჩუმრად ახალშობილი შვილების საყინულეში გადამალვა.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს სამუდამო პატიმრობა ელოდება. როგორც გამოძიებამ დაადგინა, 5 ჩვილი დაიბადა 2005 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, მშობიარობის შემდეგ დედა ბავშვებს საყინულეში ინახავდა, საქმე გაიხსნა რამონას ორი ქალიშვილიდან ერთ-ერთის წყალობით, გოგონამ საყინულეში გარდაცვლილი ბავშვი აღმოაჩინა, მან ამის შესახებ მამას, ხუან კარლოს კანეტეს(Juan-Carlos Canete) უამბო, ამ უკანასკნელმა კი პოლიციას გამოუძახა. აღსანიშნავია, რომ შემდგომ როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, უკანასკნელი ბავშვი, რომელიც რამონას ქალიშვილმა აღმოაჩინა სულ რაღაც 48 საათის გარდაცვლილი იყო. ადგილზე მისულმა პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა და კიდევ ოთხი ახალშობილის გვამი იპოვან.ამის შემდეგ ცოლ-ქმარი დააკავეს. თუმცა მოგვიანებით ქმარი გაანთავისუფლეს, მამაკაცი ამტკიცებს, რომ არაფერი იცოდა ცოლის ფეხმძიმობის შესახებ. ამჟამად ქმარი ცოლს გვერდში უდგას და აღნიშნავს, რომ არ ჩადენილი საქციელის გამო მასზე გაბრაზებული აღარ არის. 129 8-ს მოსწონს
|