სხვა რესტორანმა დაიქირავა დიზაინერი ძველი საპირფარეშოს შესაკეთებლად და აი რა მიიღეს 2018, 22 მარტი, 12:50 საპირფარეშოში დიდხანს ჯდომა მოსაწყენი ხდება თუ თან სმარტფონი არ გაიყოლეთ(ადრე გაზეთი შველოდა მაგ საქმეს), თუმცა არა ამ ტუალეტში, რომელზეც ახალ იქნება საუბარი. ძველმა რესტორანმა Galeria Urbana -მ, რომელიც კაუნასში მდებარეობს(ლიტვა) რემონტის გაკეთება გადაწყვიტა, ამისთვის დაიქირავა გრაფიკული დიზაინის სტუდია Gyva Grafika, თუმცა დიზაინერებს მოსთხოვა საპირფარეშოში რემონტის ისე გაკეთება, რომ ძველი ფილები შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო. მხატვრებმა გადაწყვიტეს კაუნასის ძველი კვარტლის ფოტოები გადაეღოთ, შემდეგ ისინი წებოვან ქაღალდზე გადაიტანეს, შედეგად გამოვიდა ის, რასაც არავინ მოელოდა. "ლიტვა ხშირად არ უფრთხილდება საზოგადოებრივ ადგილებს, -აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი-ბევრ ადამიანს სახლი სუფთად აქვთ, თუმცა საკმარისი გარეთ გამოვიდეს და ყველაფერი კარდინალურად იცვლება.კიბის ფართობი, კორიდორი, ეზო და სხვა საზოგადოებრივი ადგილები ჩვეულებრივად ყურადღების გარეშე რჩება, სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტეთ ყოველდღიური გარემოს ბალნსირება მოგვეხდინა და შიდა სამყაროსთვის, გარე ელემენტები შეგვეხამებინა." სხვათა შორის ამ წარმატებული პროექტის განხორციელების შემდეგ, Gyva Grafika-მ უამრავი შეკვეთები მიიღო და დაიწყო მისი სერიული წარმოება. 1871 10-ს მოსწონს
|