საზოგადოება "ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.." 2018, 21 მარტი, 9:30
ფეისბუკმომხმარებელი ლაშა ბერულავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. გთავაზობთ პოსტს:
"ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.."- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა... არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს... მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების "საფირმო" ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს... ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს... და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები "ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა..." შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე 23 თებერვალს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მხოლოდ გუშინ გადმოასვენეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 99 1-ს მოსწონს
|