1) ქურთი მეეზოვე ქუჩას გვიდა, გამოიარეს ორმა სტუდენტმა და თქვეს მოდი ეს კაცი გავაშაყიროთო, მივიდნენ და ეუბნევიან, ძიაკაცო ამ საღამოს ქორწილში მივდივართ და ულვაშები გვათხოვეო, მიუბრუნდა მეეზოვე და უპასუხა, არა ბიჭებო თქვენ გეტყობათ ძღნერის ჭამა იცით და გამითხუპნითო.
2) რაჭველმა გოგოს თვალი ჩაუკრა და რომ გაახილა, გოგო იქ აღარ იყო......
3) გასვენებაში იმდენი ხალხი მივიდა მეორე მიცვალებულიც დაამატეს.
4) სვანი მიდიოდა მთაში, წვიმა წამოვიდა, არ უნდოდა დასველებულიყო და ტბაში გადახტა.
5) პროგრამისტი ვერ იძინებს, ადგება, ჩაიცვამს, გაიხდის და დაწვება... (რესტარტ).
6) ორი სვანი ელოდება მარშრუტკას გაჩერებაზე. ერთი სვანი ელოდება 7 ნომერს მეორე 3 ნომერს. გამოივლის 73 და ორივე სვანი გაყვება.
7) სვანს თავისი ხვრინვა გააღვიძებს და მეორე ოთახში გავა დასაძინებლად.
8) გურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს და ეკითხება:
-სა მიგყავს მაი ძაღლი?
პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს :
-აგი ძაღლი კი არა, თხაა!
-მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.
9) სვანი ჯარიდან აგზავნის წერილს და ამანათს:
-მამი ამ ყუთს, რომ გახსნი და შიგ რაც დევს, იმას რგოლს გამოაძრობ, ორი კვირით გამომიშვებენ.
10) სვანს სიზმარში სცემეს და მეორე დღეს ძმაკაცებთან ერთად დაიძინა.