განათლება საქართველოს ელჩი უკრაინის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაუკითხავს 2018, 20 მარტი, 19:13 21 მარტს იგორ სიკორსკის სახელობის კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის მიხეილ ზგუროვსკის მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდება. ელჩი სტუდენტებს წაუკითხავს ლექციას თემაზე: "ახალგაზრდა ლიდერების როლი თანამედროვე ცვალებად სამყაროში", რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესა და საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს მიეძღვნება. ლექცია 13:30 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ საელჩოს ინფორმაციით, ელჩი სტუდენტების კითხვებსაც უპასუხებს. საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საელჩოს წლის ბოლომდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში უახლოეს პერიოდში საარქივო მასალების გამოფენა მოეწყობა. 22 1-ს მოსწონს
|