x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს მეორე სკოლის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა
image


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - ნახევარფინალური თამაში დღეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად დაიწყო. ნახევარფინალში სულ მონაწილეობდა 280-მდე სკოლის გუნდი, თითოეული 5 მოსწავლის შემადგენლობით.


თბილისში, სასტუმრო "ბილტმორის" დარბაზში ნახევარფინალში თამაშობდნენ: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თელავის, თეთრიწყაროს, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის, წალკის, რუსთავის, ქარელის, ხაშურის, სურამისა და თბილისის სკოლების გუნდები.


ნახევარფინალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები: მარიამ სეხნიაშვილი (გუნდის კაპიტანი), თორნიკე ყოჩიაშვილი, მარიამ მეხრიშვილი, დავით ნასრაშვილი, მარიამ ქადაგიძე და ნინო ცისკარაული (მასწავლებელი ნონა ტოკლიკიშვილი).



„ყველაზე მაგარი და ემოციური დღე იყო. ძალიან სასიამოვნოა, როცა შრომა გიფასდება და 53 მონაწილე გუნდიდან მეორე ადგილს იკავებ. მაქსიმალურად ვეცდებით ფინალში შედეგის დადებას. დიდი მადლობა ნონა მასწავლებელს, გვერდში დგომისთვის. სხვა პედაგოგებისგანაც და მთელი სკოლისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, წარმოუდგენლად დიდი გულშემატკივრობა გვაჩვენეს, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ფინალში მათი იმედები არ გავაცრუოთ, “ - აცხადებს გუნდის წევრი მარიამ ქადაგიძე.


როგორც მეორე სკოლის ადმინისტრაციიდან დედოფლისწყაროს ტელევიზიას აცნობეს, მათ ნახევარფინალურ თამაშში მეორე ადგილი დაიკავეს.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0