x
image
klopka
მერჩისონის ჩანჩქერი ნილოსის უნიკალური სანახაობა უგანდაში

imageჩანჩქერები ყოველთვის
ხიბლავდა და ატყვევებდა ადამიანს. ზემოდან გადმოხეთქილი წყლის უჩვეულო ხმაური და ჩანჩქერისგან
ნისლად ჩამოცრილი წყლის გრილი წვეთები ათასობით მნახველს უდიდეს სიამოვნებასა და სიმშვიდეს
ანიჭებს.

ამ მხრივ გამონაკლისს
არც უგანდის ჩანჩქერი მერჩისონი წარმოადგენს. ბევრი თვლის, რომ მერჩისონი ყველაზე შთამბეჭდავი
სანახაობაა მდინარე ნილოსზე — ნილოსზე, რომელიც 6 400 კილომეტრზე მიედინება.
მართალია, ეს ჩანჩქერი ვერ უტოლდება მასზე მაღალ ანხელის ჩანჩქერს (სამხრეთი ამერიკა)
და ვერც მგრგვინავ ვიქტორიასა (აფრიკა) და ნიაგარას (ჩრდილოეთი ამერიკა) ჩანჩქერებს,
მაგრამ მისი სილამაზე და სიძლიერე მაინც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

imageმერჩისონის ისტორია


მერჩისონის ჩანჩქერი
ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია მის გარშემო გაშენებულ „მერჩისონის ჩანჩქერის ეროვნულ
პარკში“, რომელიც 3 841 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს პარკი უგანდის
ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის 1952 წელს გაიხსნა. 1860-იანი წლების დასაწყისში
ამ ადგილს სემიუელ უაიტ ბეიკერი ეწვია. შემდგომ კი თავის წიგნში აღწერა პირველი შთაბეჭდილებები
(The Albert N’yanza).


ის წერდა: „იმ ადგილს
რომ მივუახლოვდით, ჩვენ თვალწინ საუცხოო სანახაობა გადაიშალა . . .
თოვლივით თეთრი ჩანჩქერი საოცრად ლამაზად ეშვებოდა მუქი კლდეების ფონზე, რომლებიც მდინარის
ორივე მხარეს კედლებად იყო აღმართული. მოხდენილი ტროპიკული პალმები და ბანანის ხეები
სრულყოფილს ხდიდა ამ სილამაზეს. ეს ნილოსის დიდებული ჩანჩქერი იყო“. თავდაპირველად
ბეიკერმა ჩანჩქერს მერჩისონი უწოდა სამეფო-გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის პატივსაცემად.


imageროგორაა შესაძლებელელი ჩანჩქერთან მოხვედრა

ჩანჩქერთან მისასვლელად
საუკეთესო საშუალება ნავია. მოგზაურობა იწყება პარადან. ამ დროს შესაძლებლობა გეძლევა,
საუცხოო გასეირნება მოაწყო მდინარე ნილოსზე და ამავე დროს ახლოდან დატკბე ტყის ბინადართა
ცქერით. ბეჰემოთებს აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები, ნახავ უშველებელ აფრიკულ სპილოებს,
ნიანგებს და კამეჩებს. ნილოსის მომაჯადოებელმა ველურმა ბუნებამ მნახველს შეიძლება ისიც
კი დაავიწყოს, რომ იქ ჩანჩქერის სანახავად მიდიოდა. მაგრამ როგორც კი თვალს მოჰკრავს
კლდიდან გადმომსკდარ თოვლივით ქათქათა, ძლიერ წყალს, მაშინვე ხვდება, რამ აღაფრთოვანა
ბეიკერი ასე ძლიერ.


მართალია, ნავიდანაც
შეიძლება დიდი სიამოვნება განიცადოს ადამიანმა, მაგრამ ჩანჩქერის ზემოდან ნახვას სულ
სხვა ხიბლი აქვს. იქიდან შეგიძლია დაინახო 49 მეტრზე გაშლილი მდინარე ნილოსი როგორ
ვიწროვდება და იღვრება 40 მეტრის სიმაღლიდან და როგორ იქცევა 6 მეტრი სიგანის
წყლის სვეტად. ამბობენ, „დედამიწაზე იშვიათად თუ ნახავთ ასეთი სიძლიერის ტალღებსო“.
მიჰქრის, მიგელავს წყალი და ქვეშ მიწას აზანზარებს; ზოგჯერ იქ მყოფნი გრძნობენ, როგორ
ცახცახებს მიწა ძლევამოსილი წყლის შიშით.


ბეიკერი თავის ჩანაწერებში
აღწერს, როგორ მოხვდა ჩანჩქერთან. სისხამ დილით სასეირნოდ გამოსულს გრგვინვის ხმა შემოესმა.
იფიქრა, სადღაც შორს ჭექა-ქუხილია და ხმა იქიდან მოდისო. მაგრამ გაოგნდა, როცა ნახა,
რომ თურმე ჩანჩქერი ბობოქრობდა.


ყოველ წელს ამ საოცარი
ადგილის სანახავად ათასობით ტურისტი ჩადის. ბეიკერის მსგავსად, მათაც ატყვევებს ჩანჩქერის
სილამაზე და ძლევამოსილება. შეუძლებელია, ერთხელ იხილო და დაგავიწყდეს, რა ძალით ეშვება
ზემოდან გადმოხეთქილი ღვარი წყლის სიღრმეში. მერჩისონის ჩანჩქერი უდავოდ უნიკალური
და დიდებული სანახაობაა ნილოსზეimageimage.
მერჩისონის ჩანჩქერის ეროვნული პარკი
1969 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად გაირკვა, რომ ამ პარკში დაახლოებით 14 000 ბეჰემოთი, 14 500 სპილო და 26 500 კამეჩი ბინადრობდა. მომდევნო ათწლეულებში მათი რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. ბოლო პერიოდში ბუნების დაცვის პროგრამების ხელშეწყობით მათი რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა. ვრცელ სავანებში შეხვდებით პრიმატების მრავალ სახეობას, მაგალითად შიმპანზეებსა და ბაბუინებს. ეს ადგილი ჟირაფებისა და ანტილოპების სამკვიდროცაა. საერთო ჯამში, პარკში 70-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი და 450-ზე მეტი სახეობის ფრინველია აღმოჩენილი.

0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0