x
image
klopka
პირში უსიამოვნო სუნი და სამუშაო

image„არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ [პირში უსიამოვნო სუნი] მრავალი ადამიანის კარიერას აყენებს ზიანს“, — ამბობს სტომატოლოგი კრისტინა კოლბე, ბრაზილიის ბიზნეს-ჟურნალში („Exame“). „უკიდურეს შემთხვევაში, — დასძენს დამქირავებელი ლაანდრუ სერდეირა, — ხალხი ერთმანეთზე მიყოლებით კარგავს სამუშაოს და მიზეზს ვერც კი ხვდებიან“. ბრაზილიის ორ დიდ ქალაქში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ მოსახლეობის 40% იტანჯებოდა პირიდან გამომავალი უსიამოვნო სუნის გამო. ამის გამომწვევ სხვა უამრავ საერთო მიზეზთა შორის იყო სტრესი და არაჯანსაღი კვება. სიმპტომების შესამცირებლად დოქტორი კოლბე გვირჩევს, რომ რამდენიმე დღით ავიღოთ შვებულება და ჩვენს რაციონში ბოსტნეულის რაოდენობა გავზარდოთ. მომუშავეს, რომელსაც პირში უსიამოვნო სუნი აქვს, ასეთ საგანგაშო შემთხვევაში შეუძლია დროებითი ზომები მიიღოს წყალბადის ზეჟანგისა და წყლის სუსტი ხსნარის გამოვლებით.

0
841
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:klopka
klopka
841
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0