x
image
melody_inside
საშინელი ექსპერიმენტი, რის გამოც ბავშვებმა ლაპარაკი შეწყვიტეს

image






1939 წელს აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. ის მიზნად ისახავდა უშუალოდ ბავშვებში, მათ სრულყოფილ საუბარზე შეფასებითი მსჯელობების ზემოქმედების შესწავლას.

აღნიშნული ცდებისთვის აიყვანეს ბავშვთა სახლის 22 აღსაზრდელი, რომელთა უმრავლესობის ცხოვრება ამ ექსპერიმენტის შემდეგ განადგურდა.






image





სამუშაო პერიოდში 22 ბავშვი ორ თანაბარ ჯგუფად იქნა გაყოფილი. ერთ ჯგუფს უნდა ევლო კარგ ექიმთან, მეორე ჯგუფს _ ცუდთან. პირველი ჯგუფის ბავშვებს სპეციალისტი ეხმარებოდა სწორად ლაპარაკში, დეფექტების გამოსწორებაში (მათ, ვისავ ეს სჭირდებოდა). მოტივაციას აძლევდნენ და მუდამ აქებდნენ. ამიტომ ამ ბავშვებს კარგი შედეგები ჰქონდათ და მეტყველებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა სწრაფად გვარდებოდა.




image






მეორე ჯგუფში ბავშვებს აკრიტიკებდნენ და შენიშვნებს აძლევდნენ მცირე შეცდომაზეც კი, მუდამ უყვიროდნენ და ამცირებდნენ. ექიმი ბავშვებს არწმუნებდა, რომ მათ არაფერი გამოუვიდოდათ და უიმედოები არიან, ამიტომ არც კი უნდა ეცადათ რამის გამოსწორება.





შედეგად, ის ბავშვებიც კი, რომლებსაც მეტყველებაში პრობლემები არ ჰქონდათ, უარს ამბობდნენ ლაპარაკზე და ასაკის მატებასთან ერთად პრობლემები უღრმავდებოდათ.



image



ექსპერიმენტი ხუთი თვე გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში პირველი ჯგუფის ბავშვებმა მეტყველების დეფექტებტან ბრძოლაში შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. ისინი გახდნენ თავდაჯერებულები და ექსპეიმენტმა მათი ცხოვრება გააუმჯობესა.

აი, „ცუდ“ ჯგუფში კი საშინელი შედეგები დაფიქსირდა: ყველა ბავშვმა ლაპარაკი შეწყვიტა, ისინი უბრალოდ უარს ამბობდნენ თუნდაც ერთი სიტყვის თქმაზე. ისინი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ და არავინ იყო მათი დამცველი, იმდენად რამდენადაც ეს ბავშვები ობლები იყვნენ და ნათესავებიც არ ჰყავდათ.



ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვები ფაქტიურად ისრუტავენ ინფორმაციას. უფრო მეტიც, მიუხედავად არასრულწლოვანების ფსიქიკაზე შეურაცმყოფელი და დამამცირებელი მოქმედებებისა, მკვლევარების წვლილი მეცნიერებაში შეუფასებლად მიიჩნევა. (წლების შემდეგ მეორე ჯგუფის ბავშვებს მორალური კომპენსაცია წარედგინათ.)

იხილეთ ასევე:

1. რატომ შეიძლება ღამით ჭამა?

image

2. დრო არ არსებობს - ამტკიცებენ ფიზიკოსები

image

3. NASA აღიარებს, რომ უცხოპლანეტელების 4 რასასთან მიმდინარეობს კონტაქტი

image

2
484
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
484
  
2019, 9 მარტი, 1:55
რა მორალური კომპენსაცია უშველიდა იმ ბავშვების დანგრეულ ფსიქიკას, ვინ იცის როგორ წარიმართა მათი ცხოვრება.
2018, 27 მარტი, 13:43
კიდევ ერთი ძალიან მაგარი სტატია
0 1 2