საზოგადოება ლელა კაკულია გუდაურზე: „მე ამას პატარა ტერაქტს დავარქმევდი, ასე ვხედავ“ (ვიდეო) 2018, 17 მარტი, 14:37
ცნობილი ნათელმხილველი ლელა კაკულია გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და ინტერნეტით მიმართვას ავრცელებს. „გუდაურთან დაკავშირებით ექსპერტები და ძალოვანი სტრუქტურები შეისწავლიან. იქ არ არის ისეთი დარღვევა, რასაც ქვია გაუმართაობა, ნელ-ნელა ბევრი რაღაც ამოტივტივდება. მე ამას პატარა ტერაქტს დავარქმევდი, იმიტომ რომ ასე ვხედავ. მაგრამ, მომავალში გუდაური ყველასთვის საყვარელი ადგილი იქნება, ევროპისთვის, ამერიკისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ყველასთვის. ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, რომელთაც შური ახრჩობთ საქართველოს მიღწევების გამო, არაფერი გა-მო-გი-ვათ! ეს ასეა“ - აცხადებს ლელა კაკულია. 337 4-ს მოსწონს
|