სასმელები შეცდომები, რის გამოც, ყავა, გემრიელი არ გამოდის- დაიმახსოვრეთ! 2018, 19 მარტი, 10:36 ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად (International Coffee Organization), ამ სასმელ(ებ)ის მოხმარების დონე წელიწადში 2% -ით იზრდება. სამზარეულოში, გემრიელი და სურნელოვანი ყავა ხომ ნამდვილი ხელოვნებაა, რომლის მომზადება არ არის ძნელი, თუმცა, აქაც არსებობს ძირითადი წესები, რომელთა ცოდნა ნამდვილ ჯადოქრად გაქცევთ.
პირველ რიგში, რისი გათვალისწინებაც გმართებთ ყავის ყიდვის დროს, უნდა დასუნოთ ყავის მარცვალი. თუ მას ყავის სუსტი, დამწვრის და ნესტის სუნი სდის, ე.ი უხარისხო ყავასთან გვაქვს საქმე. ახლა, მოდით, განვიხილოთ ის შეცდომები, რომლებსაც ყავის "მოდუღების" დროს ვუშვებთ, რის გამოც, ის, გემრიელი აღარ გამოგვდის. 1. არ გააკეთოთ ეკონიმია ფასზე. ხშირ შემთხვევაში, ფასს დიდი მნიშვნელობა აქვს ყავის შეძენისას და დაბალი ფასით მაღალ ხარისხს ვერ იყიდით. უნდა გვახსოვდეს, რომ სასმელის ხარისხი მისი ფასით განისაზღვრება, ამიტომ, არა ბრენდული სახელობის სუპერმარკეტში შეძლებთ მაღალხარისხიანი ყავის საშუალო ფასად ყიდვას. 2. გამოიყენეთ საფქვავი. ბევრი, დროის ეკონომიის მიზნით, პირდაპირ, დაფქულ ყავას ყიდულობს, თუმცა, ამაოდ! დაფქული ყავა სუპერმარკეტების თაროებზე, შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში იდოს, რის გამოც ყავა მთლიანად კარგავს არომატს და გემოს. აჯობებს თუ მარცვალს იყიდით და მოხმარების წინ სახლში ჩამოფქვავთ. 3. ყურადღება მიაქციეთ ყავის მარცვალს. ყავის ძირითადი სახეებია არაბიკა და რობუსტა. არაბიკა გამოირჩევა უფრო დელიკატური გემოთი, რობუსტა - მძაფრი მწარე გემოთი და შეიცავს მეტ კოფეინს. განსხვავება ფასშიც შეინიშნება, არაბიკას მარცვალი ორჯერ მეტი ღირს რობუსტაზე. როგორც წესი, არაბიკის მარცვლები უფრო დიდი ზომისა და ოვალური ფორმისაა; რობუსტის მარცვლები მრგვალი ფორმისა და მცირე ზომის. ამიტომ, თუ შეფუთვაზე წერია «100 % Arabica», მაგრამ შიგნით პატარა მრგვალი მარცვლები ყრია, ეს რობუსტია და მწარმოებელი გატყუებთ. 4. ყავის შენახვის წესების ცოდნა აუცილებელია. ყავის მარცვალს სამი მტერი ჰყავს: ჰაერი, სითბო და სინათლე. დაფქული, პაკეტში წარმოებული ყავა უნდა იყოს შეფუთული სამფენიან კოლოფში, რომლის შიდა ფენა უნდა იყოს აუცილებლად კილიტა (ფოლგა). შეფუთვა ასევე შეიძლება იყოს მინის ან თუნუქის ქილაში. თუნუქი აუცილებლად უნდა იყოს უჟანგავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყავას მეტალის გემო ექნება. რჩევა: არ უნდა იყოს ყავა შეფუთული პლასტმასის კონტეინერში. მსგავს შემთხვევაში ყავის კვებითი ღირებულებები არ არის დაცული და უმჯობესია მსგავსი შეფუთვით თუ არ იყიდით. 5. არ ვითვალისწინებთ წესს "1:10". ექსპერტები გვირჩევენ, გავითვალისწინოთ ინგრედიენტების შემდეგი შეფარდება: 1:10, რაც ნიშნავს- 1 გრ ახალი ყავა 10 მლ წყალში. ამ წესის უგულებელყოფა ხდება მიზეზი თქვენს მიერ მომზადებული უგემური ყავის მიზეზი. 6. გამოიყენეთ, მხოლოდ შესაბამისი ფინჯანი. ყავაც მოითხოვს შესაბამის ჭურჭელს. საუკეთესო ვარიანტია 200 მლ მოცულობის, ფინჯანი სქელი კედლებით. სქელი კედლები ინარჩუნებს სითბოს და არომატის ხანგრძლივობას. რჩევა: თუ ფინჯანს გაათბობთ მანამ, სანამ ყავას დაასხამთ, ყავის გემო უფრო გამდიდრდება. 7. არ შეინახოთ ყავა მაცივარში. არსებობს რიგი პროდუქტების, რომელთა მაცივარში შენახვა არ შეიძლება. ამ ჩამონათვალშია ყავაც, რადგან ის იმ პროდუქტებს განეკუთვნება, რომელიც ადვილად იღებს (იწოვს) სუნს. ნუ შეინახავთ ყავას მაცივარში, თუნდაც ჰერმეტულ შეფუთვაში იყოს. 8. უმჯობესია ყავა დალიოთ ცხელი. ალბათ, გქონიათ შემთხვევა, გააკეთეთ ყავა, დადგით მაგიდაზე და... დაგავიწყდათ დალევა. გახსოვდეთ, რომ სასარგებლო და არომატული, მხოლოდ და მხოლოდ ცხელი ყავაა. გაცივებული სასმელი ხდება უკიდურესად მწარე და კარგავს თავის არომატს. 9. ნუ დაამატებთ ნაღებსა და სხვა დანამატებს დიდი რაოდენობით. ყავა არის ანტიოქსიდანტების წყარო. ბოლო კვლევა ადასტურებს, რომ ორივე ყავის შემთხვევაში (რძიანი და შავი) ვიღებთ იმავე რაოდენობის ანტიოქსიდანტებს. ყავაში რძის დამატება პირველად საფრანგეთში დაიწყეს. ეჭვგარეშეა, ის აძლევს სასმელს განსაკუთრებულ არომატს, თუმცა, გადაჭარბებული რაოდენობით მათი დამატება, მთლიანად ანადგურებს ყავის გემოს და არომატს. 10. ნუ იყიდით ერთიანად დიდი რაოდენობის ყავას. ყავის მოხმარება მარცვლების მოხალვიდან, მხოლოდ სამი კვირის განმავლობაშია რეკომენდირებული. ასე, რომ ყურადღება მიაქციეთ მათი მოხალვის თარიღს და ნუ შეიძენთ ერთიანად დიდი რაოდენობით მარცვლებს. 11. ხშირად გაწმინდეთ ყავის საფქვავი. თუ ყავის საფქვავს იშვიათად წმენდთ ან რეცხავთ, იცოდეთ, რომ უდიდეს შეცდომას უშვებთ. მისი ხშირი გასუფთავებით, თავიდან აიცილებთ ყავაში ბაქტერიების მოხვედრას. 12 (ბონუსი) დაფიქრებულხართ ეს ნიშანი რას აღნიშნავს? ყავის ზოგიერთ შეფუთვაზე შეამჩნევდით მსგავს სარქველს, თუმცა, რას ემსახურება, ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის. მოხალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ყავა გამოყოფს ნახშირორჟანგს, ამიტომ მწარმოებელი ტოვებს სარქველს შეფუთვაზე, საიდანაც გამოედინება გამოყოფილი ნახშირორჟანგი. (ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ამ დროს შეიძლება ყავის არომატიც განიავდეს) იხილეთ აგრეთვე: ● აუცილებლად დაამატეთ ყავაში მარილი. აი რატომ! ● იცოდით ყავა რომ წონაში კლებას ეხმარება? ● დილის ყავის თავისებურებანი: - საუკუნის მსოფლიო სენი 954 10-ს მოსწონს
|