x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველასათვის საყვარელი სასმელი Coca-Cola და მისი საიდუმლო.
image

პლანეტის ყველაზე საყვარელი, უალკოჰოლო გაზირებული სასმელი, რომელსაც აწარმოებს The Coca-Cola Company, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი იყო სასმელებს შორის როგორც 2006-2009 წლებში, ასევე გასულ წლებსა თუ ახლა, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა არ იცის მისი წარმოშობისა თუ შემადგენლობის ისტორია. დღეს გადავაწყდი ერთ-ერთ უცხოურ მედიაზე მის ისტორიას და გადავწყვიტე თქვენც გაგანდოთ.


Coca-Cola 1886 წლის 8 მაისს ატლანტაში, კერძოდ კი ჯორჯიის შტატში ამერიკის არმიის კონფედერაციის ყოფილი ოფიცრის და იმ დროისთვის ფარმაცევტ Jon Stith Pemberton-ის მიერ იქნა გამოგონილი, ხოლო თვითონ სახელწოდება Coca-Cola კი პემბერტონის ბუღალტრის- ფრენკ რობინსონის მიერ იქნა შერჩეული და დღემდე ეს ლოგო დომინირებს.image


Coca-Cola-ს ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: კოკას სამი ფოთოლი, რომელიც გამოყოფს საჭირო ნივთიერებას და ტროპიკული ხის-კოლას თხილი. აღნიშნულ ნივთიერებათა კომბინაციით მიღებული სითხე იმ დროისათვის გამოიყენებოდა სამკურნალოდ როგორც "ნერვული აშლილობის დამამშვიდებელი" და ხდებოდა მისი რეალიზაცია ატლანტის ერთ-ერთ ურბანულ აფთიაქ Jacob-ში. თან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ დროისათვის კოკაინის მავნებლობის შესახებ არაფერი იცოდნენ და მომხმარებელიც ბევრი ჰყავდა, ვინაიდან არ იკრძალებოდა. სწორედაც კოკაინი წარმოადგენდა Coca-Cola-ში მატონიზირებელ მოქმედ ნივთიერებას.



imageყოველ დღე საშუალოდ 9 ბოთლი Coca-Cola თუ იყიდებოდა. პირველ წელს შემოსავალი მხოლოდ 50$ გახდა, ხოლო ზარალი კი 70$, მაგრამ მისი რეალიზაცია თანდათან გაუმჯობესდა და მოიპოვა პოპულარობა მთელს მსოფლიოში. 1902 წელს შტატების ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელი იყო და ბრუნვამაც ამ წელს120 000 $ შეადგინა. 1903 წელს კი საზოგადოებრივი აზრი კოკაინის მიმართ შეიცვალა და გაზეთ «New York Tribune»-ში დაიწერა უზარმაზარი სტატია იმის შესახებ, რომ მხოლოდ Coca-Cola-ა დამნაშავე შავკანიანების თეთრკანიანებზე თავდასხმაში მასში შემავალი ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ამის შემდეგ კი Coca-Cola-ს მომზადების დროს იყენებდნენ არა კოკას ნედლ ფოთლებს, არამედ უკვე გამომშრალს და მასში მოქმედი ნივთიერებების გამოწვლილვის შემდგომ, რამაც სასმელის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და 1955 წლისათვის უკვე დაიწყო მისი ქილებში გაყიდვაც.


image

დაახლოებით ერთი წლის წინ კი, თურქეთში არსებულმა "წმინდა ნიკოლოზის" სახელობის ფონმდა სასამართლოში შეიტანა სარჩელი Coca-Cola-ს წინააღმდეგ, რომ თუ არ გამოამჟღავნებდნენ მის ეხლანდელ შემადგენლობას, აიკრძალებოდა მისი იმპორტი. რა თქმა უნდა გამოამჟღავნა ფირმამ ამჟამინდელი შემადგენლობა და იგი ასეთია: შაქარი, ფოსფორმჟავა, კოფეინი, კარამელი და ნახშირბადის დიოქსიდი, რაც არც თუ ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით კი პატარებისთვის.

image

image



0
464
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0