სხვა წითელი ხელისუფლება "აკადემიური ასოციაციის" წევრებს "ხალხის მტრებს" უწოდებდა. რას გულისხმობს " აკადემიური ასოციაცია" და ვინ იყვნენ მისი წევრები? 2018, 16 მარტი, 15:30 აკადემიური ასოციაცია აღმოცენდა 1917 წელს და შეიქმნა "ქართველ მწერალთა კავშირის" ბაზაზე. "აკადემიური ასოციაცია", როგორც ლიტერატურული სკოლა 1921 წელს გაფორმდა, მის შემადგენლობაში ვხედავთ:
კონსტანტინე გამსახურდიას, კოტე მაყაშვილს, გალაქტიონ ტაბიძეს, პავლე ინგოროყვას......
"აკადემიური ასოციაცია" სხვადასხვა დროს გამოსცემდა ჟურნალებს და გაზეთებს- "საქართველოს სამრეკლო", "ხომალდი", "ილიონი".... "აკადემიურმა ასოციაციამ" 1930 წლამდე იარსება და დაიშალა, ხოლო 1931 წელს მწერალთა კავშირიდან გარიცხეს "აკადემიური ასოციაციის" წევრები- კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე... "აკადემიური ასოციაციის" დაშლის მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მათ არ მიიღეს საბჭოთა წყობილება, ისინი საქართველოს ოკუპირებულად თვლიდნენ და 1921 წლის 25 თებერვალი მიაჩნდათ წითელი ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დღედ. "საქართველოს ასოციაციის" აქტიურ ლიდერად ითვლებოდა კომსტანტინე გამსახურდია, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა, რომ იგი ილია ჭავჭავაძის მიმდევარი და უმძროსი თანამოაზრე იყო. წითელი ხელისუფლება "აკადემიური ასოციაციის" წევრებს "ხალხის მტრებს" უწოდებდნენ. ასოვიაციამ ზეწოლას ვერ გაუძლო და მისი წევრები დაიყვნენ, ზოგი სხვა დაჯგუფებებს შეუერთდნენ, ზოგი კი საბჭოთა მწერლობის ოჯახში გაერთიანდა, თუმცა თითოეულ მათგანს ბოლომდე შემორჩა ეროვნული სახელმწიფოსადმი ერთგულების გრძნობა. 141 3-ს მოსწონს
|