x
image
რუსო ჩარექიშვილი
საინტერესო ფაქტები ჯოვანი ბოკაჩოს შესახებ

ჯოვანი ბოკაჩომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასკეტიზმისა და სპირიტუალიზმის დაძლევის საქმეში. იგი იყო ფლორენციელი ვაჭრისა და ფრანგი ქალის უკანონო შვილი. დაიბადა პარიზში, სადაც გაატარა ბავშვობა. 1330 წელს იგი გადასახლდა ნეაპოლში, სადაც შეუდგა ლიტერატურულ საქმიანობას და დაუახლოვდა მარია დეაქვინოს, რომლისადმი სიყვარულმაც ბოკაჩოს რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები დააწერინა, თუმცა მისი სიყვარული უიმედო აღმოჩნდა რის გამოც თავის ნაწარმიებებში მარია დეაქვინოს ფიამედას სახელით ხატავს.


image


ბოკაჩოს ჰუმანისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პეტრარკამ, სწორედ პეტრარკას იდეებმა იჩინა თავი ისეთ ნაწარმოებებში როგორიცაა- "ფიეზოლელი ნინფები ", "ფიამეტა" და "დეკამერონი", რომელიც 10 დღის ნაამბობს ნიშნავს.


image
აღსანიშნავია ბოკაჩოს "ფილოკოლო", "ფილოსტრატო" და "თეზეიდა", რომლებიც ასახავენ მიჯნურობას, განშორებასა და ღალატს. ამით ბოკაჩომ მოგვცა სამიჯნურო ურთიერთობების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი.


0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0