x
image
რუსო ჩარექიშვილი
"ჩვენი შიში მტრების სიმამაცის საფუძველია"- თომას მანის გამონათქვამები

1. "აზრები და იდეები ვერ გადარჩებიან, თუ მის მფლობელს არა აქვს უნარი, იბრძოლოს მათ დასაცავად."

2. "თუ სიყვარულისთვის ერთხელ მაინც არ დატანჯულხარ, მაშინ არასოდეს გყვარებია."

3. "დრო უდიდსი საჩუქარია, რომელიც უფალმა გვიბოძა იმისათვის, რომ დავიხვეწოთ, დავჭკვიანდეთ, გავნათლდეთ და განვიწმინდოთ."

4. "არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს".image

5. "გააფთრებით სძულთ ქალებს ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს სიყვარულზე იმ წუთში, როცა მათ ნებავდათ".

6."პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია".

7. "სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ".

8. რაც არა ხარ, რისი ძალაც არ შეგწევს და რაც არ გაგაჩნია, სწორედ იმას შეჰყურებ ნაღველგარეული შურით, შურით, რომელიც სიყვარულად იქცევა იმის შიშით, რომ სიძულვილად არ იქცეს”.

9. “ლოდინში დრო ჭიანურდებაო, ამბობენ, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ, ლოდინში დრო მოკლდება კიდეც, რადგან დროის უზარმაზარ მასას ისე ნთქვას კაცი, რომ სრულიად არ იყენებს და მისით არ სულდგმულობს”.

10. “სულის აღმაფრენა და შემეცნება შეუძლებელია ავადმყოფობის, სიგიჟის, სულიერი “დანაშაულის” გარეშე. სწორედ ამიტომაც არიან სახელგანთქმული შეშლილნი სამყაროს მსხვერპლნი, ჯვარცმულნი სამყაროს ამაღლების, გრძნობიერების ზრდის, მოკლედ, უმაღლესი ჯანმრთელობის დამკვიდრებისათვის”. (დოსტოევსკის ერთტომეულის ამერიკული გამოცემის წინასიტყვაობა)

11. “ცხოვრებამ შეიძლება კვლავ თავისი გზით იაროს და არ რცხვენოდეს საკუთარი თავის მას შემდეგაც კი, რაც იგი უკვე “ითქვა” და “ამოიწურა”.

12. “დრო ფასდაუდებელი ძღვენია, რაც გვეძლევა იმისათვის, რომ მასში გავხდეთ უფრო უკეთესი, მომწიფებული და სრულყოფილი”.image

13. ”ყოველი მოგზაურობის უმთავრესი ინგრედინეტი – უცნობი ადამიანებისადმი მთრთოლვარე ინტერესი” (”ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება”)

14. ”ადამიანი ცხოველსა და ანგელოზს შორის დგას, და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იგი ცხოველთან უფრო ახლოა ვიდრე ანგელოზთან” (”ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება”)

15. ”რაც უფრო ფაქიზი გრძნობა-გონებითაა ადამიანი დაჯილდეობული, მით უფრო იოლად შეიგრძნობს სხვების მომხიბვლელობას და მით უფრო უწამლავს გონებას ნაყარნუყარი ადამიანების ყურება.” (”ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება”)

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0