სხვა ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმი- ერთდროულად საშიში და გამაოგნებელი სანახაობა 2018, 15 მარტი, 16:11 ადამიანის ფანტაზიას, რომ საზღვრები არ აქვს ამაში დარწმუნდებით ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმის ნახვის შემდეგ. ეს იმდენად გამაოგნებელი სანახაობაა, რომ თითოეული ადამიანი, რომელსაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი აღმიშნავს, რომ მოცემული სანახაობა საინტერესოსთან ერთად შემზარავიცაა.
ზემოთ ხსენებული მუზეუმი ერთადერთი წყალქვეშა მუზეუმია მსოფლიოში. იგი მდებარეობს მექსიკაში, კუნძულ გრენადას სანაპიროებთან, კარიბის ზღვის ფსკერზე. ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმი მდებარეობს 10 მეტრის სიღრმეზე და შედგება ადამიანის 400 სკულპტურისგან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც მზის სხივები აღწევს ფსკერამდე, იგი წყლის დინებასთან ერთად მოძრავი სკულპტურების ილუზიას ქმნის. ალბათ საინტერესოა რატომ არ აზიანებს მოცემულ სკულპტურებს წყლის დინება? პასუხი მარტივია-თითოეული ფიგურა 2 ტონას იწონის, ამიტომ მათ დინება ვერაფერს აკლებს. მოცემული წყალქვეშა მუზეუმი შეიქმნა 2006 წელს, რათქმაუნდა მისი განხორციელება საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვდა. როგორც ცნობილია მოცემული პროექტი 350 მილიონი დოლარი დაჯდა. სკულპტურები ისეთი შემადგენლობის ცემენტისგანაა დამზადებული, რომ მიიზიდოს ცოცხალი ორგანიზმები, აგრეთვე მოცემული შემადგენლობა ხელს უწყობს მათზე მარჯნების ზრდას. აღსანიშნაბია ის ფაქტი, რომ ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. 17 4-ს მოსწონს
|