x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა-გამოქვეყნდა ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი
image
worldhappiness-მა ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.


რეიტინგს სათავეში ჩაუდგა ფინეთი, მეორე და მესამე ადგილი ასევე ჩრდილოევროპულმა ქვეყნებმა, -ნორვეგიამ და დანიამ დაიკავეს.

image

ამერიკის კონტინეტიდან ყველაზე მაღალი, მე-7 ადგილით კანადა იწონებს თავს, აზიიდან ყველაზე მაღალი, 26-ე ადგილი ტაივანს უკავია, ავსტრალია მე-10 ადგილზეა, რაც შეეხება ყველაზე უბედურ ქვეყნებს, უკანასკნელი ხუთეული ასე გამოიყურება:ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი, ტანზანია, იემენი(156-იდან 152-ე ადგილი).




რაც შეეხება საქართველოს, იგი 128-ე ადგილზეა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მაღალი ადგილი უზბეკეთს უკავია(44-ე), ხოლო ყველაზე დაბალი უკრაინას(138)

image

20 მარტი, ბედნიერების ბედნიერების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2012 წლიდან აღინიშნება. ბედნიერებისკენ სწრაფვა გაეროს მიერ აღიარებულია, როგორც ადამიანის ფუნდამენტური მიზანი.




0
34
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0