დიეტოლოგია დიეტური ნამცხვარი, წონაში «გემრიელად» დასაკლებად 2018, 21 აპრილი, 10:15 ინგრედიენტები: შვრიის ფანტელი — 200 გრ. ხაჭო უცხიმო — 200 გრ. კეფირი უცხიმო — 250 მლ. კვერცხი — 1 ცალი ქიშმიში — 50 გრ. კურაგა — 50 გრ. ნიგოზი — გემოვნებით სოდა — 0, 25 ჩ. კ. ძმარი — 1 ს. კ. მომზადება: I. თასში მოათავსეთ შვრიის ფანტელი > დაამატეთ კეფირი და ხაჭო > იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთფეროვან მასას არ მიიღებთ > დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და ძმარში გახსნილი სოდა. II. გააჩერეთ მასა 20 წუთი, გასაფუებლად. III. გადაავლეთ მდუღარე ჩირს > ნიგოზი და ჩირი დაჭერით წვრილად. IV. შეურიეთ ჩირი, ნიგოზი და ცომი ერთმანეთს > საცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტი > გადაიტანეტ ცომი ფორმაში. V. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. VI. გააგრილეთ ღვეზელი. უმჯობესია, თუ მას მეორე დღეს მიირთმევთ, ცოტა რომ გამაგრდება. მიირთვით თითო ნაჭერი, ყოველ დღე, საუზმეზე და შედეგს სულ მალე იხილავთ. P. S. უფრო გემრიელი რომ იყოს, ვიდრე მიირთმევთ, ზემოდან თაფლი გადაუსვით. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: უარი თქვით მხოლოდ ერთ ნივთიერებაზე და ჭარბი წონა აღარ შეგაწუხებთ 592 5-ს მოსწონს
|