ტექნიკური ბრიტანელი ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა 2018, 14 მარტი, 9:36
ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა მიმართული იყო "დიდი აფეთქების" თეორიის დამტკიცებაზე და მის საფუძვლების ახსნაზე და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. 21 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს განუვითარდა განუკურნებელი ლუ გერიგის დაავადება, რამაც საბოლოოდ 30 წლის ასაკში ახალგაზრდა მეცნიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლს მიაჯაჭვა. ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო და სხვა.
სტივენ ჰოკინგი ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველად 1965 წელს ჯენი უაილდზე, ვისთანაც ერთად სამი შვილი შეეძინათ ( რობერტი-1967, ქალიშვილი ლუსი-1970, ტიმოთი 1979)და მეორედ 1995 წელს, თუმცა 2006 წელს დაშორდნენ. ჰოკინგი იყო უამრავი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი. ჰოკინგი იყო ურყევი ათეისტი, ბრიტანული ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერი, ჰოკინგმა გააპროტესტა ვიეტნამის ომი, აქტიურად მხარს უჭერდა ბირთვულ განიარაღებას და გარემოს დაცვას. Discovery-ის და National Geographic-ის არხებზე გადიოდა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების სერიები მისი მონაწილეობით. 2014 წელს მასზე გადაიღეს ავტობიოგრაფიული ფილმი "ყველაფრის თეორია", სადაც ჰოკინგის როლს ინგლისელი მსახიობი ედი რედმეინი ასრულებს.
67 8-ს მოსწონს
|