შოუბიზნესი ანჯელინა ჯოლის ახალგაზრდობის სურათები 2012, 26 ივნისი, 20:15 ანჯელინა ჯოლი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად არის აღიარებული. თუმცა მას არც ისე ადვილი ცხოვრება ჰქონდა ბავშვობაში.ცნობილი მსახიობის ჯონ ვოიტის შვილი ანჯელინა ჯოლი ვოიტი დაიბადა ლოს-ანჟელესში (კალიფორნიაში). მომავალი ლამაზმანს ბავშვობაში თანატოლები უშნოდ თვლიდნენ. ის ატარებდა სათვალეებს და კბილებზე ფირფიტებს, იცმევდა უფორმო ტანსაცმელს, ეცვა მძიმე ყელიანი ფეხსაცმელები და ამასთან ერთად ადამიანებთან ურთიერთობას გაურბოდა. მაგრამ გაკვეთილების შემდეგ ანჯელინა იცმევდა კაბას და გარბოდა ცეკვის–ტანგოს სასწავლებლად. თანაკლასელები მას შეშლილად თვლიდნენ, მაგრამ ეს ანჯელინას სულაც არ ანაღვლებდა. მას შემდეგ რაც მშობლები გაშორდნენ, ენჯი ხშირად ატარებდა მეორედ ტანსაცმელებს, რადგან მის ოჯახს მატერიალურად უჭირდა.
14 წლის იგი ოცნებობდა, რომ დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ატარებდა შავებს, შეიღება თმა შინდისფრად და დადიოდა როკ კონცერტებზე.
ანჯელინამ 14 წლის ასაკშივე დაიწყო სამოდელო კარიერა. მას კონტრაქტი ჰქონდა სამოდელო სააგენტო Finesse Model Management-თან და მოღვაწეობდა ისევე როგორც ამერიკაში, ასევე - ევროპაშიც, ძირითადად ლოს-ანჟელესში, ნიუ-იორკსა და ლონდონში მუშაობდა. ენჯი აღიარებს, რომ პირველი სამოდელო მცდელობა უფრო ადრეულ ასაკში ჰქონდა, მაგრამ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა რის გამოც მან თითქმის მთლიანად დაკარგა საკუთარი თავის პატივისცემა და დაიწყო საკუთარი თავისათვის დანით ზიანის მიყენება. ამაზე ჯოლიმ განაცხადა „მე ვაგროვებდი დანებს და ყოველთვის მქონდა რამდენიმე მათგანი ახლომახლო. რაღაც მიზეზების გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, რომელიც შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია“. თექვსმეტი წლის ასაკში ის კინაღამ დაიღუპა, ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს – სახიფათო თამაში დასრულდა საძილე არტერიის უზარმაზარი ჭრილობით.
ამ პერიოდზე ენჯი ამბობს: „მე გულში კვლავაც ვარ და ყოველთვის ვიქნები უბრალოდ პანკი ბავშვი ტატუებით“.
7560 27-ს მოსწონს
|